სიახლეები >> ტყემალი-კეტჩუპის, ხოლო ჩურჩხელა-სნიკერის ნაცვლად - რა ღირს ქართული პროდუქტები ამაზონზე?
ტყემალი-კეტჩუპის, ხოლო ჩურჩხელა-სნიკერის ნაცვლად - რა ღირს ქართული პროდუქტები ამაზონზე?

ბევრი ქართული პროდუქტი უკვე საერთაშორისოდაა ცნობილი და მათზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება.

ქართული ნატურალური სოუსი, ტყემალი, მალე კეტჩუპს ჩაანაცვლებს, ამავდროულად ნიგვზიანი ტკბილეული, ჩურჩხელა, Snickers-ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ალტერნატივაა.

ამ პროდუქციის მცირე ნაწილი უკვე იყიდება რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ ჯერჯერობით მისი შეძენა უცხოურ მარკეტებში მაინც რთულია. საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი.ქართული პროდუქციის შეძენა უკვე ინტერნეტის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ქართული ჩურჩხელა, სანელებლები,  სვანური მარილი, ჯემები, ტყემალი, გოზინაყი, მინერალური წყლები: ,,ბორჯომი" და ,,ნაბეღლავი" და ჯონჯოლიც კი - ამ ყველაფრის შეძენა უკვე Amazaon.com-ზეა შესძლებელი.

ამგვარად, მათ, ვისაც ქართული სამზარეულო მოენატრა,  შეუძლიათ საყვარელი პროდუქტი საქართველოში ჩამოსვლის გარეშე შეიძინონ. ჩურჩხელის შეძენა Amazaon.com-ზე 17. 95 ამერიკულ დოლარადაა შესაძლებელი, ტყემალი 6. 98$, სვანური მარილი კი  7. 99 $ღირს. გოზინაყის შეძენა საიტზე 27.98$ დაგიჯდებათ, აღნიშნულ ღირებულებას ტრანსპორტირების საფასური- 11.60$ ემატება. 

 

სტატიის ინგლისური ვერსია: www.georgianjournal.ge

 

 

 

 

ფილტრაცია