ინტერვიუ >> პირველად ამიერკავკასიაში – სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი თბილისში, სადაც შეგიძლიათ ყველაფერს შეეხოთ
პირველად ამიერკავკასიაში – სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი თბილისში, სადაც შეგიძლიათ ყველაფერს შეეხოთ

ინგოროყვას ქ. №17-ში სახალისო მეცნიერებათა მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი" 2016 წელს გაიხსნა. „ექსპერიმენტორიუმში" შესვლა ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია. როგორც „კომერსანტს" მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ბაბაკიშვილმა განუცხადა, მათთან უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. 

- „ექსპერიმენტორიუმის" მუზეუმი აქ შემომსვლელთა ყურადღებას მაშინვე იპყრობს, რადგან ის საინტერესო და ამავდროულად, უცნაური სივრცეა. გვიამბეთ მისი შექმნის ისტორია და რატომ შეარჩიეთ მსგავსი სახელწოდება?

- „ექსპერიმენტორიუმი" სახალისო მეცნიერებათა მუზეუმია (ფიზიკის ინტერაქტიული მუზეუმი). საბოლოო ჯამში საკმაოდ გრძელი სახელწოდება გამოვიდა, თუმცა ამას ნელ-ნელა ეჩვევიან. რატომ „ექსპერიმენტორიუმი"? ეს ექსპერიმენტული სივრცეა, რომელიც საქართველოში პირველადაა. სიმართლე გითხრათ, მსგავსი სივრცის შექმნა ჩვენთვისაც ექსპერიმენტი იყო, რადგან არ ვიცოდით, ეს რამდენად გაამართლებდა. გავრისკეთ, შევქმენით და გაამართლა.

- ვის შეუძლია თქვენთან შემოსვლა, ანუ „ექსპერიმენტორიუმი" რა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი?

- ჩვენთან სხვადასხვა სახის ქიმიური შოუ მუდმივად ეწყობა და ამ ყველაფერს ბავშვებთან ერთად ვახორციელებთ. გარდა ბავშვებისა, ჩვენთან უფროსებსაც შეუძლიათ მოსვლა და ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის მუზეუმს გარკვეული შეთავაზება აქვს, რომლის საფუძველზეც ის გაერთობა. ჩვენთან ერთად ყველაფრის გაკეთება სახალისოა. „ექსპერიმენტორიუმის" მუზეუმი ევროპის სტანდარტებთან მიახლოვებულია.

- როგორც თქვენ აღნიშნეთ „ექსპერიმენტორიუმში" სხვადასხვა სახის ქიმიური შოუ მუდმივად ეწყობა. გვიამბეთ უფრო დეტალურად, რას სთავაზობს მუზეუმი დაინტერესებულ პირებს?

- პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს არის მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ყველაფერს შეეხოთ. თუმცა ვანდალურ ფაქტებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რადგან ასეთი შემთხვევები ხშირად გვაქვს.

ჩვენ მუზეუმში 80-მდე ფიზიკის უნიკალური ექსპონატია, რომელიც როგორც საქართველოში, ისე კავკასიაში არსად არ შეგხვდებათ. მსგავსი სახის მუზეუმი კავკასიაში უპრეცედენტოა. ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია. ჩვენთან შეგიძლიათ ან უბრალოდ შემოხვიდეთ და დაათვალიეროთ მუზეუმი, ან დათვალიერებასთან ერთად მიიღოთ სხვადასხვა შოუში მონაწილეობა. აქ გიდებად ფიზიკოსები და ქიმიკოსები მუშაობენ.

- მუზეუმის მოსანახულებლად და სხვადასხვა სახის ექსპერიმენტებში მონაწილეობის მისაღებად ბავშვები მოდიან, ბუნებრივია მიჩნდება კითხვა, რამდენადაა თქვენთან უსაფრთხოების წესები დაცული?

- უსაფრთხოების წესები დაცულია და სახანძრო უსაფრთხოების სისტემაა დამონტაჟებული თავისი საავარიო გასასვლელებით. გვაქვს სპეციალური კარადა, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება. ჩვენ გიდებს, რომლებიც მუზეუმში ექსკურსიას უძვღვებიან და ატარებენ სხვადასხვა შოუს, ყველანაირი ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ თუ როგორ უდნა ჩაატარონ ესა თუ ის შოუ რაიმე გართულების შემთვევაში უსაფრთხოდ.

- დიდი ხანი არ არის გასული, რაც „ექსპერიმენტორიუმი"გაიხსნა. რამდენადაა მუზეუმის მიმართ დაინტერესება? 

- მუზეუმს დამთავლიერებლების საკმაო რაოდენობა ჰყავს. დეკემბერში დამთვალიერებელთა ყველაზე კარგი რაოდენობა გვყავდა. ჩვენი მუზეუმის დამთვალიერებელთა რაოდენობამ ახალი წლის შემდგომ უფრო მეტად იკლო, თუმცა ამჟამად უკვე ბევრი თავისუფალი დამთავლიერებელი და ტურისტი გვყავს.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ფიზიკური შოუს დამატება გვინდა და ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. აგვისტოში შოუს და გიროსკოპის ბათუმის ბულვარში გადატანა გვინდა.

 

 

 

 

 

ფილტრაცია