ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> რატომ ურჩევენ კოსმონავტებს წითელი ღვინის დალევას - მეცნიერებმა სასმლის უნიკალური ეფექტი გამოავლინეს
რატომ ურჩევენ კოსმონავტებს წითელი ღვინის დალევას - მეცნიერებმა სასმლის უნიკალური ეფექტი გამოავლინეს

მედიკოსებისა და ღვინის ექსპერტების მიერ ჩატარებული ბოლო გამოკვლევებით დადგინდა, რომ ფენოლი რესვერატროლი, რომელიც წითელი ღვინის შემადგენლობაშია, ხელს უშლის ძვლებისა და კუნთების ფუნქციონირების დაქვეითებას. ამავე დროს, ცნობილი ამერიკული ჟურნალი "FASEB"-ი  იტყობინება, რომ წითელი ღვინო "მისწრებაა" კოსმონავტებისთვის. საქმე ისაა, რომ ხანგრძლივი კოსმოსური მოგზაურობები იწვევს კუნთის ათროპიას, ძვლების დაზიანებასა და სხვა ფიზიოლოგიურ გართულებებს. მკვლევარები ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ფიქრში ღვინის მაღაზიამდე მივიდნენ.

კვლევა მღრღნელების ორ ჯგუფზე ჩატარდა. მათგან პირველ ჯგუფს გაუკეთეს რესვერატროლი და შედეგმაც არ დააყოვნა -  მეორე ჯგუფმა ძვლის გაცილებით მეტი მინერალი დაკარგა და კუნთოვანი მასაც მეტად დაუქვეითდა, ვიდრე პირველ ჯგუფს.

ჟურნალი "Forbes"-ი  ასევე  გვამცნობს, რომ მრავალი კვლევა ჩატარებულა რესვერატროლის სარგებლიანობის შესახებ, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში იყო ადამიანი კვლევის  პირდაპირი ობიექტი.  გამომცემლობა ასკვნის, რომ ადამიანმა იმავე ეფექტის მისაღებად ერთ ან ორ ჭიქა წითელ ღვინოზე მეტიც კი უნდა დალიოს.

 

 

allwine.ge

 

 

ფილტრაცია