ინტერვიუ >> Foodtourist - გიორგი გაბუნია
Foodtourist - გიორგი გაბუნია

გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში, მოგზაურობიდან ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იაპონური რესტორანი „Tokami"-ია. აქ, მრავალფეროვან იაპონურ მენიუს გთავაზობენ. მთავარი, რითაც „Tokai"- ში მოვიხიბლე, იაპონელი მზარეულები არიან. ისინი შენს თვალწინ ამზადებენ ყველა კერძს. ჩემთვის ეს არის ხელოვნების ნაწარმოები! შეიძლება ითქვას, რომ მზარეული ისე მოძრაობს, როგორც ბარმენი; თითოეულ კერძს მთელი გულით ამზადებს და შემდეგ უკვე თეფშზე გადააქვს. ეს სანახაობა ცალკე შოუა, რომ არაფერი ვთქვათ, მათ მიერ მომზადებულ კერძებზე. „Tokami"-ში მხოლოდ იაპონელები მუშაობენ და ეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ რესტორანს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „Tokami"-ში სადილი საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ისევ გერმანიას გამოვყოფ. კიდევ ერთი, რაც ძალიან მიყვარს, რასაც არასდროს ვტოვებ და დღეში ერთხელ მაინც მივირთმევ, ეს არის ტიპიური გერმანული შემწვარი
სოსისი ე.წ ბრათფურსთი, რომელიც მხოლოდ ქუჩაში იყიდება. ბრათფურსთს ყველაზე გემრიელად ტურინგიაში ამზადებენ, ასე რომ, თუ გსურთ ბრათფურსთის ნამდვილი გემო შეიგრძნოთ, ტურინგიაში უნდა გასინჯოთ. მე პირადად ძალიან მიყვარს, მარტივი და გემრიელია.

Sici l i an C a n n o l i 

ტკბილეულობას რაც შეეხება, სამხრეთის ქვეყნების რეგიონს, ყველა ქალაქს, თავისი ტიპიური საკვები აქვს და მათ შორის, ტკბილეულიც. ეს არის სრულიად გამორჩეული ნამცხვრები, რომლებიც არათუ სხვა ქვეყნებში არ იყიდება, თვითონ იტალიის სხვა ქალაქებშიც, ძნელად საშოვნელია. კიდევ ერთი, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, სიცილიაში აღმოჩენილი ტკბილეულია. უგემრიელესი სიცილიური ნამცხვრები, ადგილობრივი რეცეპტით მომზადებული კრემით. დღემდე გული მწყდება, რომ ვერ მოვახერხე ყველაფრის დაგემოვნება. რომ დავბრუნდები, ის ნამცხვრები უნდა გავსინჯო, რომლებიც წინა მოგზაურობის დროს ვერ დავაგემოვნე. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ემატება იტალიური ნაყინი, რომელიც ამ ნამცხვრების გვერდით იყიდება. შეიძლება ითქვას, რომ აი, ეს არის ჩემთვის პატარა სამოთხე.

Lebanese Mezze 

ზოგადად მოგზაურობის დროს საკვებისთვის დიდ დროს არ ვხარჯავ და ამიტომ უპირატესობას მარტივ კერძებს ვანიჭებ. მას სხვანაირი ხიბლი აქვს - არც ბევრ დროს გაკარგვინებს და, რაც მთავარია, გემრიელად მიირთმევ. მაგალითად, ვინც სტამბულში ხშირად მოგზაურობს, შემჩნეული ექნება ადგილი, სადაც თევზს პირდაპირ ნავებზე წვავენ და მას „ბალიკ, ბალიკ"- ის ხმამაღალი ძახილით გთავაზობენ. ამ ადგილას ყოველთვის უამრავი ტურისტია.
კიდევ ერთი საინტერესი რესტორანი კაიროში აღმოვაჩინე. ძალიან მინდოდა გამესინჯა აღმოსავლური სამზარეულო. ეს იყო ლიბანური რესტორანი, რომელიც სასტუმრო „Semiramis Cairo"-შია. მოხიბლული დავრჩი
ე. წ. მეზეებით, რომელიც მთავარ კერძამდე მოაქვთ სუფრაზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის მეზე უფრო გემრიელი აღმოჩნდა, ვიდრე თავად ის მთავარი კერძი, რაც შემდეგ მოიტანეს.

ფოტო: LIG Studio

culinartmagazine.com

 

 

 

 

 

ფილტრაცია