სიახლეები >> "მომღერალი ღვინო" - ახალი ბრენდი, რომლის ბოთლზე დატანილი QR კოდით, კომპანიის YOUTUBE არხზე გადასვლაა შესაძლებელი
"მომღერალი ღვინო" - ახალი ბრენდი, რომლის ბოთლზე დატანილი QR კოდით, კომპანიის YOUTUBE არხზე გადასვლაა შესაძლებელი

კომპანია "ქართველმა" საზოგადოებას ახალი ქართული ბრენდი - "მომღერალი ღვინო" წარუდგინა. ღვინის თითოეულ ბოთლზე დატანილი QR კოდის მეშვებობით, შესაძლებელია კომპანიის YOUTUBE არხზე გადასვლა, სადაც განთავსებულია ქართული კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ვიდეორგოლები. 

"მომღერალი ღვინის" პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერმა კომპანია "ქართველს", რომელიც ანსამბ "ქართული ხმების" წევრებმა დააარსეს, წარმატებები უსურვა. 

"როდესაც ძალიან გიყვარს ქართული ხელოვნება და მას ასეთ მაღალ დონეზე წარადგენ მთელი მსოფლიოს წინაშე, შეუძლებელია წარმატება არ ჰქონდეს ახალ წამოწყებას. გილოცავთ! მიხარია, რომ ანსამბლმა "ქართული ხმები" ერთ-ერთმა პირველმა იზეიმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, ჩვენ ერთად ვიმოგზაურეთ ევროპაში უვიზოდ. დღეს ვზეიმობთ ლამაზი სახელწოდების ახალი ქართული ბრენდის შექმნას. შეუძლებელია კარგ ადამიანებს კარგი საქმე არ გამოუვიდეთ, ასე რომ კიდევ ერთხელ გისურვებთ დიდ წარმატებებს! "-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

"საქმის კურსი"

 

 

 

ფილტრაცია