ღვინო - ალკოჰოლური სასმელები >> ქართული ღვინო მსოფლიოს საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში მოხვდა
ქართული ღვინო მსოფლიოს საუკეთესო ნატურალური ღვინოების ათეულში მოხვდა

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა - Esquire მსოფლიოს საუკეთესო ნატურალურ ღვინოებს შორის ქართული ღვინო „თავკვერი" დაასახელა. ჟურნალის გამოქვეყნებულ რეიტინგში ის ნატურალური ღვინოები მოხვდა, რომელთა ფასიც 40 ამერიკულ დოლარს აღემატება. 


ამერიკულმა ჟურნალმა ქართული ღვინოებიდან  ამერიკელი მეღვინის, ჯონ ვურდმანის მიერ შექმნილი კომპანია „ხოხბის ცრემლების" წარმოებული წითელი მშრალი ღვინო  „თავკვერი" გამოარჩია(2013 წლის მოსავალი). აღნიშნული ღვინის ალკოპოლური სიმაგრე 12%-ია. ამ სახეობის ღვინოს აწარმოებენ ამავე დასახელების ყურძნის ჯიშისგან, რომელიც შიდა ქართლში გვხვდება.

Esquire-ის ინფორმაციით, ღვინო არის გაუფილტრავი, მზადდება თიხის ჭურჭელში და ინახება მიწაში.ქართული ღვინის გარდა, ჟურნალის სიაში ასევე შევიდა ნატურალური ღვინოები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან და აშშ-დან.

 

 

ფილტრაცია