სიახლეები >> "თვითმფრინავის საკვების 99% ნაგავია" - შეფ მზარეული დუმილს არღვევს
"თვითმფრინავის საკვების 99% ნაგავია" - შეფ მზარეული დუმილს არღვევს

ნიუ იორკელი შეფ-მზარეული და მოგზაური გაძლევთ რჩევებს - როგორ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა ჰაერში
ბლუმბერგიდან გამომდინარე, ჩვენ გვიყვარს მოგზაურობა. და გვინდა, ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიოში არსებულ ყველა ფუფუნების საკითხზე, ეს შეიძლება იყოს საკვები, ღვინო, მოდა, მანქანები, უძრავი ქონება. ვცდილობთ გაგაცნოთ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლთა მაღალი პროფესიონალური რჩევები და გაგიზიაროთ მათი მრავალნახული გამოცდილება. ამიტომაც წარმოგიდგენთ გამოჩენილ მოგზაურ „ჰაკერებს".


როცა შეფ-მზარეულები მოგზაურობენ,ისინიც საკვებთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ადამიანურ სისუსტეებს ავლენენ. ზოგიერთი მათგანი, როგორიცაა მაგალითისთვის დომინიკ ანსელი, ღამღამობით არც მსუბუქად წახემსებას ერიდება, რაშიც მშრალად შემწვარ ხორცის სტეიკს მოიაზრებს. თუმცა ზოგ შემთხვევაში სრულიად სხვა რეალობა გვაქვს, მზარეულთა უდიდესი ნაწილი უპირატესობას ჯანსაღ კვებას ანიჭებს, ამიტომაც მათი ყოველდღიური რაციონი მაღალი ცილის შემცველი და პროტეინბით გაჯერებული საკვები პროდუქტებისგან შედგება. 

ჯანსაღი კვების ცნება ყველაზე მეტად ნაცნობი და მშობლიურია ნიუ იორკის შეფ-მზარეული სიმუს მულენისთვის, რომელიც ყველაფერთან ერთად, თავად ფლობს ესპანურ რესტორან „ტერტულია და ელ კომანდო"-ს ნიო იორკში. 2012 წელს, ავადმყოფობის, კერძოდ რევმატიული ართრიტის გამო სიმუს უწევდა სხვადასხვა მედიკამენტების მიღება, რამაც საბოლოო ჯამში მწვავე უკუჩვენებები გამოიწვია და შესამჩნევი კვალი დაატყო მის ჯანმრთელობას. ამ ყველაფერმა მულენი იძულებული გახადა საკუთარი საკვების რაციონი მთლიანად შეეცვალა  და უწინდელი მწარე გამოცდილებები ჯანსაღი ცხოვრების სტილით ჩაენაცვლებინა. შედეგად მან დაიკლო 60 ფუნტი, ამასთანავე უკლო ყოველკვირეულ ვიზიტებს ექიმთან და სასწრაფო მანქანებით გადაადგილებას.  

„ახლა მე ვარ 43 წლის და ყველაზე მეტად ჯანსაღი და ჯამრთელი ვიდრე აქამდე, მთელი ცხოვრების მანძილზე ვყოფილვარ"- ამბობს მულენი.

პაღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რამდენიმე წიგნი მიუძღვნა საკუთარ თავს გადახდენილ რეალურ ისტორიებზე დაფუძნებულ ამბებს, სადაც ერთმნიშვნელოვნად ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების სტილის უპირატესობაზე და ერთგვარი პროპაგანდაგაუწია არსებულს. 

თვალის ტრომბოციტების დამატენიანებელი ეფექტები იყავი სუპერ ჰიდრატი!  აღნიშნული ლოზუნგი ემსახურება წლის ჭარბი დოზით მიღების აუცილებლობას. დალიეთ მაქსიმალური რაოდენობის წყალი ფრენამდე, შემდგომ კი ხელახლა შეავსეთ ბოთლები უსაფრთხოების დაცვით. იმედი არ დაამყაროთ მომსახურე პერსონალზე, თავად იზრუნეთ წყლის ბოთლების შევსებაზე, უმჯობესია ადგილი დაიკავოთ სველ წერტილებთან ახლოს.  გახსოვდეთ, ფრენის დროს ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ჩაანაცვლეთ კოფეინი, ალკოჰოლი, ნებისმიერი გაზიანი სასმელი წყლით, ეს იქნება ყოველთვის ყველაზე გონივრული არჩევანი.  ამასთანავე ჰიდრატაციის მთავარ გასაღებს წარმოადგენს საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ვაკუუმში არსებული ჰაერი ახდენს ორგანიზმის გაუწყლოებას, მასში არსებული ჰაერი ახდენს ორგანიზმის გაუწყლოებას, მასში არსებული წყლის მაჩვენებლის საგრძნობლად კლებას. თქვენ მოგზაურობთ ერთგვარ ლითონის მილში არსებული სფეროთი, წარმოუდგენლად არაადამიანურ სიმაღლეზე. ამიტომაც, დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი თვალის წვეთები, უმჯობესი იქნება ცხვირის წვეთების ქონაც, პრევენციის მიზნით. როდესაც თქვენი თვალები, ცხვირი და პირი დაიწყებს გამოშრობას, თქვენ გახდებით ბევრად უფრო მგრძნობიარე ვირუსების და ბაქტერიების მიმართ.    
აკონტროლეთ სისხლის მიმოქცევა

მე გავხდი თვითმფრინავის იოგის ექსპერტი. მე მუდმივად ვაკეთებდი გაჭიმვებს და არ ვჩერდებოდი სტატიკურ პოზაში სავარძელში. ხანგრძლივი ფრენებისას, მე ვპოულობდი თავისუფალ სივრცეს, რათა გამეკეთებინა მხრების და ფეხების მარტივი ვარჯიშები. ჩაფრენისას, როგორც კი სასტუმროში მივაშურებდი, მიუხედავად დაღლილობის შეგრძნებისა, ვასრულებდი მსუბუქ ვარჯიშებს, 10-15 წუთის ინტენსივობით, ფრენით გამოწვეული დაბუჟებისა და სისხლის მიმოქცევის დასარეგულირებლად. შემდგომ ვწვებოდი იატაკზე, კედელზე ფეხებმიყრდნობით, რაც ხელს უწყობდა ვენებში სისხლის მიმოქცევას და დროის გასაყვანად ვამოწმებდი მეილს და სხვა პირად მიმოწერებს.  აღნიშნული ეხმარება სხეულს მარტივად მოახდინოს კლიმატიზაცია ახალ გარემოსთან. 
 თან იქონიეთ თქვენი საკუთარი საკვები

ჩვენ გავაქვს არაოფიციალური სტატისტიკა: თვითმფრინავის საკვების 99% არის ნაგავი!  ამასთანავე, საკვების მომსახურეობა თითქმის ყოველთვის არაშესაფერის დროს ხდება,რაც ჩემი კვების განრიგს სრულებით სცდება. როცა ვისარგებლე მათი საკვებით, ვიყავი იმდენად მშიერი, გაცნობიერება იმისა რომ ყოვლად უგემურ და საზიზღარ პროდუქტს ვეახლებოდი, ჩემს ძალებს აღემატებოდა.  ამის შემდეგ თავს ვგრძნობდი შეუძლოდ. ამიტომაც ვეცადე აღნიშნული ფრენასთან დაკავშირებული პრობლემა ჩემივე ძალებით გამომესწორებინა. და ახლა მე უკვე ფრენის წინ მე ვიმზადებ მსუბუქ საგზალს, რადგან შიმშილი ჯანსაღი პროდუქტით მოვიკლა და არა უხარისხო, უგემური პროდუქტით. აქედან გამომდინარე, მე ყოველთვის უარით ვისტუმრებ მომსახურე პერსონალს, რომელიც თავიანთ საკვებს მთავაზობს, რომელსაც როგორც, ვიცი რამდენჯერმე ხელახლა აცხელებენ. ასევე მე შემიძლია თავად ავარჩიო გაფრენამდე საკვები ობიექტი და იქ მივირთვა, ესეც ერთ-ერთი მოტივაცია თვითმფრინავის საკვებზე უარის სათქმელად.  რაც შეეხება ჩემს საფრენად გამზადებულ საგზალს, ვცდილობ წავიღო ცილებით მდიდარი პროდუქტი. ჩემს სიაში შედის: მოხალული თხილი, შემწვარი ზღვის წყალმცენარეები, „კლიენტინები"' რადგან მოსახერხებელია მათი ტარება მგზავრობისას, ნაკლები შაქრის შემცველი სასმელები. თუ დრო გექნებათ, გააკეთეთ სალათები, რომლებიც შეიცავს ავოკადოს, სარდინებს, ქაფშიებს(ანჩოუსს), ტუნას ან სკუმბრიას, ასევე ჩემი რეკომენდაციით, არაჩვეულებრივი იქნება ზღვის წყალმცენარეები. 

 

 

 

ფილტრაცია