სიახლეები >> პორტვეინი - ევროპის სამხრეთიდან მოსული შემაგრებული ღვინო, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
პორტვეინი - ევროპის სამხრეთიდან მოსული შემაგრებული ღვინო, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

სიტყვა პორტვეინი მომდინარეობს სიტყვისგან "პორტუ", რაც პორტუგალიის მთავარი პორტის სახელწოდებაა. ინგლისში პორტვეინს "ღვინო პორტოს" ან "პორტო ღვინოს" უწოდებდნენ. პორტუგალიაში პორტვეინის წარმოების თარიღად XVIII საუკუნე მიიჩნევა. ამ სასმელისთვის დამახასიათებელია ნაყოფის ან ხილის ტონი, გემოს ჰარმონიულობა, მაღალი ექსტრაქტულობა.

საუკეთესო პორტვეინი იმ ყურძნისგან იწარმოება, რომელიც მდინარე დუეროს სიახლოვეს, ველზე  იზრდება. მე-17 საუკუნეში, ფრანგებთან ბრძოლის გამო, ინგლისელ  ვაჭრებს ბაზარზე საკუთარი ბორდოს წარდგენის საშუალება წაერთვათ და სწორედ მაშინ მათ გემო და არომატი საუცხოო პორტუგალიურ ღვინოს გაუსინჯეს. აღსანიშნავია, რომ ამ ღვინოებისთვის ტრანსპორტირების პროცესი ძალიან რთული იყო, სწორედ ამიტომ ვაჭრები სასმელში ალკოჰოლს ამატებდნენ. ცოტა მოგვიანებით, ღვინოში ფერმენტაციის დროს  ყურძნის სპირტის დამატებაც დაიწყეს, სწორედ ასე დაიბადა პორტვეინი.

 "ვინტაჟის" კატეგორიის პორტვეინი ყველაზე რბილი და იშვიათი სასმელია და შესანახად მსოფლიოში საუკეთესო ღვინოდ ითვლება. ის საუკეთესო მოსავლის ყურძნისგან იწარმოება და შედარებით ნაკლები რაოდენობით. ამ კატეგორიის პორტვეინი მუხის კასრში 2 წლის განმავლობაში ძველდება. მოგვიანებით, დეგუსტაციისთვის მზადების პროცესში, მას ბოთლებში ასხამენ და რამდენიმე, ზოგჯერ ათეული წლის განმავლობაში სარდაფში აძველებენ. სწორედ ამის შემდეგ გარდაიქმნება იგი საუცხოო ღვინოდ, რომელსაც საუკეთესო გემო აქვს.

                         

                                           დაძველებული "ვინტაჟური" პორტვეინი

მსუბუქი პორტვეინი,მრავალი წლის განმავლობაში მუხის კასრში დაძველებული, დროთა განმავლობაში ლალისფერს კარგავს და ოქროსფერი გადაკრავს. ასეთ პორტვეინს Tawny-ს უწოდებენ. მისი მახასიათებლები "ვინტაჟისგან" ძალიან განსხვავდება. თუმცა ორივე მათგანი ნამდვილ შედევრად ითვლება.

                                           

                                                         თეთრი პორტვეინი

თეთრი პორტვეინი იმავე ტექნოლოგიით იწარმოება, რითიც წითელი, მხოლოდ შექმნილია თეთრი ყურძნისგან. პორტვეინ "რუბის" მსგავსად, ის შექმნილია რამდენიმე მოსავლისგან და ხის კასრებში 3-4 წლის განმავლობაში ძველდება. როგორც წესი, მას აპერიტივის სახით მიირთმევენ.

 

allwine.ge

 

 

 

ფილტრაცია