სიახლეები >> მთაწმინდის პარკში ქუჩის საკვების ფესტივალი გაიმართება
მთაწმინდის პარკში ქუჩის საკვების ფესტივალი გაიმართება

1 ივლისს მთაწმინდის პარკში  მისულ სტუმრებს ქართული და უცხოური რესტორნების მიერ წარმოდგენილი კერძებისა და ტკბილეულის დაგემოვნების  საშუალება ეძლევათ. პარკში "სთრით ფუდ ფესტივალი"გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ტურისტული ნაკადის ზრდას, გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას და ნაციონალური სამზარეულოს მრავალფეროვნებისადმი ინტერესის ამაღლებას.ფესტივალზე 20 რესტორანი იქნება წარმოდგენილი, ყველა მათგანს საკუთარი სტენდი ექნება და საფირმო კერძებს ადგილზე მოამზადებენ. საკვები კომფორტულ შეფუთვაში იქნება, რათა მისი დაგემოვნება ადვილი იყოს.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა:

● წამყვანი ქართული და უცხოური რესტორნების მიერ კერძებისა და ტკბილეულის

გამოფენა/გაყიდვა

● ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა

● ბენდების მიერ შესრულებული ცოცხალი მუსიკა

21 საათზე მსმენელის წინაშე  დიჯეები  Pino, Uru, Ocd და Svansikh  წარსდგებიან.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია   და სამთავრობო პროგრამა Check in Georgia, რომლის მიზანი მსოფლიოში საქართველოს იმიჯის ამაღლებაა.ფესტივალი კომპანია "რიჩი ივენთ"ის ორგანიზებით ხორციელდება.

ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება და ის თბილისთან ერთად, რეგიონებსაც მოიცავს.

ქუჩის საკვების ფესტივალზე დასწრება უფასოა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფილტრაცია