სიახლეები >> თინეიჯერმა გოგოებმა უსახლკაროებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე კარვები გამოიგონეს
თინეიჯერმა გოგოებმა უსახლკაროებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე კარვები გამოიგონეს

 

ლოს-ანჯელესში, სან-ფერნანდოს სკოლის მოსწავლე გოგოებმა ადგილობრივი უსახლკაროების დახმარება გადაწყვიტეს და შექმნეს კარავი, რომელიც ენერგიას მზისგან იღებს და დაკეცვის შემთხვევაში, ზურგჩანთაში ეტევა.

12 თინეიჯერ გოგოს გამომგონებლობაში გამოცდილება მანამდე არ ჰქონიათ, პროექტზე მუშაობისას, მათ იუთუბის ვიდეოები და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია გამოიყენეს.

გოგოებს მხარს უჭერდა არასამთავრობო ორგანიზაცია DIY Girls, რომელიც ლოს-ანჯელესის დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახის წევრ თინეიჯერ გოგოებს ტექნოლოგიურ სფეროში განათლების მიღებაში ეხმარება.

გოგოებმა 10 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი მიიღეს და ახლა საკუთარ გამოგონებას MIT's EurekaFest-ზე წარადგენენ.

"ჩვენს ოჯახებს დაბალი შემოსავალი აქვთ და ფულით უსახლკაროებს ვერ დავეხმარებოდით, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის ფულზე უკეთესი რამ შეგვეთავაზებინა", ამბობენ სკოლის მოსწავლეები. მათი თქმით, სკოლისკენ მიმავალ გზაზე, უამრავ უსახლკაროებს ხვდებოდნენ.

გოგოები იმედოვნებენ, რომ მათი გამოგონება ადამიანების ცხოვრებას შეცვლის.

 

 

 

 

 

ფილტრაცია