დიეტა >> ტელეწამყვანების ფორმაში ყოფნის საიდუმლო
ტელეწამყვანების ფორმაში ყოფნის საიდუმლო

ეკრანებიდან მომღიმარი წარმატებული და მოდური ქალები ყოველ დღე ზრუნავენ თავიანთ გარეგნობასა და წონაზე. ხშირად უწესებენ აკრძალვებს საკუთარ თავს, მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში კარტოფილ ფრისა და დესერტებსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ და თავს ანებივრებენ. მათ რამდენიმე საიდუმლო აქვთ და სწორედ მათი მეშვეობით ახერხებენ მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას.

 

უარი თქვით ტკბილ ყავაზე

ნაღებიანი ყავის მირთმევით ორგანიზმს ზედმეტი კალორიებით სწრაფად ტვირთავთ. თუ ტკბილი ყავის გარეშე ვერ ძლებთ, მაშინ ის შეგიძლიათ დაბალკალორიულად აქციოთ და ვანილის არომატიანი ლატე დააგემოვნოთ. შაქრისა და დამატკბობლის მაგივრად ცოტაოდენი სოიოს რძე გამოიყენოთ და ყავის რაოდენობაც შეამციროთ.

 

აუცილებლად ისაუზმეთ

არასდროს გამოტოვოთ საუზმე, თუნდაც ის თქვენთვის საჭირო დროს გართმევდეთ. საუზმე კვების რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ყოველ დილით გემრიელად ისაუზმეთ. უცხიმო ხაჭო, ბანანით, კენკრითა და ნეკერჩხლის სიროპით საუკეთესო ავრიანტია, თვაი აარდიდეთ შაქარსა და ხორბალს. ასევე, შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კვერცხი, ავოკადო გახუხულ პურთან და გერიფრუტი. ზაფხულში კი ხილისგან მომზადებული დაბლენდერებული  საუზმე მარწყვით, ბანანით,მოცვით,  სოიოს რძით, იოგურტით და ყინულის კუბებით. ავოკადოს, ქოქოსისლისა და გაყინული ბანანის მიქსი დაგეხმარებათ წონის შენარჩუნებაში.

 

იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით

იკვებეთ ყოველ ოთხ საათში და არ იშიმშილოთ. კვების დროს დიდ ულუფებს ნუ მიირთმევთ და შეეცადეთ საკვები ნელა მიიღოთ.

 

მიირთვით ბუტერბროდები

მათ, ვინც ცომეულს არ მიირთმევენ, პურის ჩანაცვლება ბრინჯის ორცხობილებით შეუძლიათ. ბუტერბროდისთვის კი ყველის, პომიდვრებისა და ინდაურის რბილი ხორცის გამოყენება. ტკბილი დესერტისთვის კი ნუშის კარაქისა და ბანანების.

 

წაიხემსეთ

წასახემსებლად არა მხოლოდ სტაფილოდ აუცხიმო იოგურტი გამოიყენება, შეგიძლიატ დაბალკალორიული ტკბილეულიც მიირთვათ. ან პიტას ჩიფსები, ჰუმუსი, ვაშლი, ფორთოხალი ან კენკრის ჩხირები.

 

თავი შეიკავეთ ზედმეტი ჭამისგან

მუშაობის დროს ყურადღებას არ აქცევთ რითი იკვებებით და რაც მთავარია რა რაოდენობით. მაქსიმალურად გამორიცხეთ უვარგისი პროდუქტები და ისინი ჯანსაღი საკვებით ჩაანაცვლეთ.

 

არ შეზღუდოთ თავი

არ აუკრძალოთ თავს საყავრელი ტკბილეული შოკოლადი, ნამცხვრები და დესერტები, მაგარმ ზომიერად და იშვიათად მიირთვით ისინი. აკრძალვებით ნერვულ სისტემას დაიზიანებთ და მირთმევისას ვეღარ აკონტროლებთ ულუფების პორციებს. მიირთვით ყველაფერი, მაგარამ ზომიერად.

 

ავტორი: ნინო ტყეშელაშვილი


 

 

ფილტრაცია