სიახლეები >> რა ვჭამოთ ზაფხულში და რით ჩავანაცვლოთ ცხელი, ხორციანი სადილები
რა ვჭამოთ ზაფხულში და რით ჩავანაცვლოთ ცხელი, ხორციანი სადილები

ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაში შევიდა. ახლა ის დროა, როცა მხოლოდ დასვენება, აუზში ნებივრობა და გამაგრილებელი სასმელები გინდება, რადგან სიცხეში არც უწინდებური მადა გაქვს და აღარც საჭმელების კეთების უნარი შეგწევს. გამოსავალი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოიძებნება.

თუ თქვენც ჩემსავით ჯერ კიდევ ქალაქში ხართ დარჩენილი და სამსახურის გამო არ გაქვთ სამზარეულოში ტრიალის დრო, საუკეთესო გამოსავალი მზა კერძებია, რომელთა შეძენა სუპერმარკეტებში შეიძლება. 

ზაფხულში, როგორც წესი, ცხელ სადილებს ცივით ვანაცვლებ, მაგრამ მხოლოდ სალათების, ხილისა და ბოსტნეულის მიღება ორგანიზმს ვერ შეუვსებს საჭირო მარაგს. ამბობენ, რომ ცილების გარეშე ადამიანი 40 დღეზე მეტს ვერ იცოცხლებს. ცილებით ყველაზე მდიდარი პროდუქტი კი ხორცია, მაგრამ ასეთ სიცხეში, ხორციანი ცხელი სადილების ჭამა ძნელია.

იდეალური გამოსავალი ხორცის თევზით ჩანაცვლებაა. თევზი, გარდა იმისა, რომ დაბალკალორიულია, არც ვიტამინების შემცველობით ჩამოუვარდება ხორცს… აუმჯობესებს მხედველობას, კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას – ასევე, აუმჯობესებს ტვინის მუშაობასაც. მოკლედ, ზედგამოჭრილია განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდისთვის.

ძალიან დიდი კომფორტია თევზეულის მზა სალათების შეძენა, რომელიც არ მოითხოვს არც შეწვას, არც მოხარშვას. თუმცა, ხარისხიანი თევზეულის არჩევასაც ცოდნა უნდა.

ზღვისპირა ქვეყნებში, სადაც თევზი მთავარი რაციონია, ახალი პროდუქტის ყიდვა არ წარმოადგენს სირთულეს. საქართველოში კი ხარისხიანი და მრავალფეროვანი თევზეულის ასორტიმენტის შერჩევა არც ისეთი მარტივი აღმოჩნდა, როგორც თავიდან მეგონა.

პირველი და უმთავრესი, რაც „ზაფხულის მენიუს“ შედგენის პროცესში აღმოვაჩინე, ისაა, რომ ყურადღებით უნდა დააკვირდეთ, რა პირობებში ყიდულობთ თევზეულს. არის თუ არა სავაჭრო ობიექტში დაცული პროდუქტის შენახვის პირობები – განსაკუთრებით კი, ტემპერატურული რეჟიმი… ჩემი აზრით, ყველაზე სანდო ამ სიტუაციაში ალბათ მაინც სუპერმარკეტებია, სადაც პროდუქტების განახლება მეტ-ნაკლებად ყოველდღიურად ხდება.

აღმოჩნდა, რომ – მიუხედავად საქართველოს ზღვისპირა მდებარეობისა, ქვეყანაში თევზის მრეწველობა ჯეროვნად არ არის განვითარებული. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბაზარზე მხოლოდ პატარა – ე.წ. 

 

 

ცეხებია წარმოდგენილი, რომლებიც ძირითადად თითო პროფილის პროდუქტს აწარმოებენ, მათი საქმიანობა ამით შემოიფარგლება და პარალელურად, უამრავ კითხვის ნიშანს ბადებს.

თევზის მიმართულებით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, ორგანიზებული და მრავალპროფილიანი მწარმოებელი „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანეა“. საზოგადოებაში „ნიკორას“ მიმართ ნდობის მაღალ ხარისხს და მრავალფეროვნებას თუ გავითვალისწინებთ, არცაა გასაკვირი, რომ ბრენდი სხვადასხვა სახეობის თევზეულსა და ზღვის პროდუქტებს აწარმოებს, საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატებსაც ფლობს და რაც მთავარია და რაზეც სტატიის დასაწყისში ამდენი ვილაპარაკე – ზაფხულში ყველაზე კომფორტული, ყველაზე სწრაფი, გემრიელი და სასარგებლო თევზეულის სალათების ფართო ასორტიმენტს ფლობს. „ოკეანის“ სალათებია წარმოდგენილი ძალიან ბევრ მსხვილ სავაჭრო ობიექტში.

Gemrielia.ge

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია