სიახლეები >> "ამაზონი" ღვინის ბიზნესში ჩართვას უარყოფს
"ამაზონი" ღვინის ბიზნესში ჩართვას უარყოფს

"ამაზონი" უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღვინის ბიზნესში ერთვება. დღეს დილიდან ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ონლაინ-გაყიდვების გიგანტმა საკუთარი საფირმო ნიშანი შექმნა კომპანია Oregon"s King Estate Winery-სთან ერთად, რომელმაც თავის მხრივ ჩამოაყალიბა სამარკო ნიშანი სახელწოდებით Next. თუმცა, როგორც ირკვევა, ეს ინფორმაცია არასწორია. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა techcrunch.com წერს.

როგორც "ამაზონის" წარმომადგენლები აცხადებენ, სამარკო ნიშანი Next არ ეკუთვნის "ამაზონს" და არც მათთან თანამშრომლობით შექმნილა. გაუგებრობა კი, როგორც ჩანს, King Estate-ის მიერ გამოცემული პრეს-რელიზიდან წარმოიშვა, სადაც ნათქვამია, რომ ახალი ბრენდი პირველი ღვინოა, რომელიც სპეციალურად "ამაზონისთვის" შეიქმნა.

ეს რომ სიმართლე იყოს, "ამაზონისგან" მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი სულაც არ იქნებოდა, ვინაიდან ეს ფირმა უკვე სთავაზობს მომხმარებელს სხვადასხვა სახის საკუთარ პროდუქციას, დაწყებული ელემენტებიდან, დამთავრებული პამპერსებით, ასევე მამაკაცის პრეანგებსა და სხვა სახის ტანსაცმელს.

"Next არ ეკუთვნის "ამაზონს" და არც მის მიერ შექმნილა, - აცხადებს ონლაინ-გაყიდვების გიგანტის წარმომადგენელი. - ღვინის მესაკუთრე და შემქმნელი არის King Estate და ამ ღვინის შეძენა "ამაზონზე" არის შესაძლებელი. ეს არის და ეს".

მიუხედავად ამისა, სიახლე მაინც არის და კერძოდ ის, რომ ღვინო NEXT პირველია, რომელიც პირდაპირ "ამაზონზე" გაიყიდება და ერთადერთი სხვა ადგილი, სადაც მისი შეძენაა შესაძლებელი, თავად King Estate-ის ვებ-გვერდია (Kingvinters.com).

სადებიუტო კოლექციაში შედის: 20-დოლარიანი Pinot Gris, 30-დოლარიანი red blend და 40-დოლარიანი Pinot Noir.

მომზადებულია  techcrunch.com-ის მიხედვით

allwine.ge

 

 

 

ფილტრაცია