სიახლეები >> ხრაშუნა ბრუსკეტა მასკარპონეთი და ბადრიჯნით
ხრაშუნა ბრუსკეტა მასკარპონეთი და ბადრიჯნით

 

  • ბაგეტი - 1/2 ცალი 
  • ბადრიჯანი - 1 ცალი, საშუალო ზომის 
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი 
  • მასკარპონე - 3-4 ს/კ 
  • ოხრახუში - რამდენიმე ღერი 
  • ნიორი - 1 კბილი 
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ 
  • მარილი 
  • შავი პილპილი


  • ბაგეტი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად და წაუსვით თითოეულ ნაჭერს გაფცქვნილი და შუაზე გაჭრილი ნიორი.

    მოათავსეთ ბაგეეტის ნაჭრები ღუმელის ცხაურზე და გახუხეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

    ბადრიჯანი და ბულგარული წიწაკა დაჭერით კუბიკებად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი. თან ურიეთ.

    მასკარპონეში აურიეთ წმინდად დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი.

    წაუსვით შეზავებული მასკარპონე გახუხულ ბაგეტის ნაჭრებს, ზემოდან გაანაწილეთ მოთუშული ბადრიჯანი და ბულგარული, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

    გემრიელად მიირთვით!

  • Gemrielia.ge
  •  

    dachi gorgildze

     

    dachi 5

    ფილტრაცია