სიახლეები >> საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას არაბული დაბალბიუჯეტიანი Flynas-ი გეგმავს
საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას არაბული დაბალბიუჯეტიანი Flynas-ი გეგმავს

საქართველოს ბაზარზე შესაძლოა კიდევ ერთი ლოუკოსტერი შემოვიდეს. Flynas (ყოფილი Nas Air) საუდის არაბეთის პირველი და ერთადერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა და მალე შესაძლოა საქართველოშიც ვიხილოთ.

 

ქართულ ავიაბაზარზე გამოჩენის შემთხვევაში ავიაკომპანია ელ-რიადნან თბილისის მიმართულებით დაიწყებს ავიარეისების შესრულებას.

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ ამჟამად ავიაკომპანია Flynas-თან კონსულტაციები მიმდინარეობს, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ.

 

„მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოში ფრენების განხორციელებისათვის თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილებაა საჭირო. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საქართველოს ბაზარზე შემოსვლის დიდი ინტერესი აქვთ. ჩვენი მხრიდან უკვე გადაგზავნილია იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი რაც უნდა წარმოადგინოს და ეხლა ველოდებით მათგან გამოხმაურებას", აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

 

აღსანიშნავია, რომ Flynas-მა ფრენების განხორციელება 2007 წელს დაიწყო. არსებული სახელწოდებით კი 2013 წლიდან მუშაობს. რეისებს საუდის არაბეთის გარდა, თურქეთში, ეგვიპტეში, სუდანში, ქუვეიტში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ლიბანსა და იორდანიაში ასრულებს.

 

კომერსანტი

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია