სიახლეები >> KFC-მ ჩინეთში საკუთარი სმარტფონი გამოუშვა
KFC-მ ჩინეთში საკუთარი სმარტფონი გამოუშვა

Kentucky Fried Chicken-მა (KFC) ჩინეთის ბაზარზე 30-წლიანი ოპერირების აღსანიშნავად, ადგილობრივ სმარტფონების მწარმოებელ Huawei-სთან თანამშრომლობის შედეგად, ბაზარზე საკუთარი სმარტფონი გამოუშვა.

 

KFC-ის განცხადებით, ჩინურ ბაზარზე სულ 5,000 ცალი სმარტფონი გამოჩნდება და მისი ღირებულება 1,099 იუანს, ანუ $161.91-ს შეადგენს. მისი შეძენა 13 ივლისიდან არის შესაძლებელი.

 

KFC-მ ჩინეთში პირველი საკვები ობიექტი 1987 წელს გახსნა. სწორედ ამავე წელს დაარსდა კომპანია Huawei-იც. დღეს ჩინეთში 7,600 KFC-ის რესტორანი არის გახსნილი, ხოლო Huawei, 2016 წლის ბოლო კვარტლის მონაცემებით, სმატფონების ინდუსტრიაში მსოფლიო ბაზარზე მესამე პოზიციას იკავებს.

 

 

ავტორ(ებ)ი: CNBC

 

 

 

ფილტრაცია