სიახლეები >> მოლაპარაკებები განახლდა - დაიწყებს თუ არა Ryanair უკრაინაში ოპერირებას, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი
მოლაპარაკებები განახლდა - დაიწყებს თუ არა Ryanair უკრაინაში ოპერირებას, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი

უკრაინასა და  Ryanair-ს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა, უახლოეს კვირეებში დასრულდეს. პროგნოზს ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი აკეთებს.

 

„მოლაპარაკებების დასრულებას რამდენიმე კვირა სჭირდება - ეს მაქსიმუმია.ძალიან მინდა, რომ კიევიდან და ლვოვიდან ფრენების დაწყება სექტემბრისთვის დაანონსდეს“, განაცხადა მინისტრმა.

 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ დროისათვის უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ბორისპოლის აეროპორტს ერთნაირი პოზიცია აქვთ და მათი სურვილია, რომ Ryanair-თან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს.

 

„კომპანია Ryanair-ი ბიზნესზეა ორიენტირებული და ის ცხადია მოლაპარაკებებისას ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ეს ნორმალურია და ეს არ არის საქველმოქმედო ფონდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ფორმულა, რომელიც უკრაინისა და თავად ავიაკომპანიის ინტერესებში იქნება“, განმარტა მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, რომ კიევიდან ფრენებზე Ryanair-ი და ბორისპოლის აეროპორტის ადმინისტრაცია ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ ავიაკომპანიამ უკრაინიდან ფრენების დაწყებაზე უარი განაცხადა. ბორისპოლის აეროპორტის ქმედებებმა აღაშფოთა ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მინისტრმა აეროპორტის დირექტორის მოხსნის საკითხი მთავრობის სხდომაზე დააყენა. პრემიერ-მინისტრმა კი საკითხის და ზოგადად მოლაპარაკებების თემების შესწავლის განკარგულება ბრძანა და ბორისპოლოს აეროპორტის ხელმძღვანელის მოხსნის საკითხიც „გაჭიანურდა“.

 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია