სიახლეები >> 2016 წელს საქართველოს სასტუმროების სტუმართა 65,8% უცხოელი იყო
2016 წელს საქართველოს სასტუმროების სტუმართა 65,8% უცხოელი იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 1 415 ეკონომიკური სუბიექტი ეწეოდა სასტუმროს მომსახურებას, რომელთაც 1 496 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება გააჩნიათ.

სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 2539,8 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 37 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 65,8 პროცენტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა, 34,2 პროცენტი - საქართველოდან.

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად
სტუმრობდნენ რუსეთიდან (13,8%) შემოსული სტუმრები.

 

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე ბევრი სტუმარი იყო:

  • პოლონეთიდან (21.1%)
  • გერმანიიდან (18.1%)

2016 წელს გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა გაიზარდა:

  • ირანიდან (6,6-ჯერ);
  • რუსეთიდან 71,2%-ით;
  • თურქეთიდან - 70 %-ით;
  • უკრაინიდან - 41,4%-ით;
  • გერმანიიდან - 27,9%-ით;
  • პოლონეთიდან - 21,6%-ით;
  • აშშ-დან - 19,4%-ით;
  • სომხეთიდან - 11,9%-ით.

საქსტატის მონაცემებით, მოქმედი სასტუმროების 99,5 პროცენტი კერძო საკუთრებაა, ხოლო 0,5 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრება.

სასტუმროს მომსახურებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებს შორის, ინდივიდუალური მეწარმის წილად, საერთო რაოდენობის 40,6% მოდის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კი 57,4%-ია.

 

 

 

on.ge

 

 

 

ფილტრაცია