სიახლეები >> ფოტოგრაფიის ღამე წელს ფაბრიკაში გაიმართება
ფოტოგრაფიის ღამე წელს ფაბრიკაში გაიმართება

ფოტოგრაფიის ღამე წელს ძველი თბილისის ქუჩებიდან ფაბრიკაში  გადადის .

შაბათს, 16 სექტემბერს, საღამოს 8 საათიდან, 8 მასშტაბური ეკრანი და მათზე ნაჩვენები ადგილობრივი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, მთელს კომპლექსს მოიცავს: სახურავსა და ვესტიბიულს, რესტორანსა და შიდა ეზოს, სამრეცხაოსაც კი.
ფოტოგრაფიის ღამე თბილისის ფოტო ფესტივალის ცენტრალური ღონისძიებაა, 7000-მდე სტუმრით. ფოტოგრაფიის ღამე 2010 წელს შეიქმნა, როგორც არლის ფოტო ფესტივალის "La Nuit de l'Annee"-ს კავკასიური ვერსია.

ფოტოგრაფიის ღამე ერთ-ერთ გამორჩეულ ღონისძიებად იქცა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობა, ყოველ წელს, დიდი ინტერესით ელოდება.
2017 წლის ფოტოგრაფიის ღამის პროგრამით, 400-მდე ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები.

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია