სიახლეები >> როგორ მოვაწყოთ იდეალური ქორწილი: რჩევები „მარმენიოსგან“
როგორ მოვაწყოთ იდეალური ქორწილი: რჩევები „მარმენიოსგან“

საქართველოში ქორწილების სეზონია. ქვეყანაში ახალი ტენდენციები და მოდა დამკვიდრდა. ტრადიციულს ნელ-ნელა უცხოეთში გავრცელებული ქორწილები ანაცვლებს.

ღია ცის ქვეშ ხელმოწერა, ლამაზი დეკორაციები, თივები, პატარა მაგიდები…მოკლედ სიმწვანეზე და სილამაზეზე დიდი მოთხოვნაა.

ტრადიციული ქორწილისგან განსხვავებით, ახლა უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ გარემოს მოწყობას, დეკორაციებს…

ამაზე კი თავად სიძე-პატარძალი ან კონკრეტული ორგანიზაციები ზრუნავენ.

იმისთვის, რომ გაგვეგო

  • რა არის საჭირო კარგი ქორწილის ორგანიზებისთვის?

„ფორტუნამ“  „მარმენიოს“ მიმართა. კომპანიას, რომელიც ერთი წლის შექმნილია, თუმცა მათ პორტფოლიოში უკვე ძალიან ბევრი ლამაზი დღე ირიცხება.

ივენთ მენეჯერები მარიამ ბარნაბიშვილი და ნინო ჩხიკვაძე ამბობენ, რომ იდეალური ქორწილისთვის აუცილებელია:

  1. დრო – სულ მცირე საჭიროა 2 თვე, იმისთვის რომ ქორწილის ყველა დეტალი მოაგვაროთ.
  2. სწორი ლოკაცია – ადგილი ქორწილისთვის იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, როგორი სტილის საღამოც გინდათ რომ გქონდეთ.
  3. ზუსტად უნდა იცოდეთ რა გინდათ და სწორად აუხსნათ ორგანიზატორებს თუ როგორი ქორწილი გსურთ.
  4. განსხვავებული ელემენტები – მოაწყვეთ ლამაზი ქორწილი და შეიტანეთ მასში ისეთი დეტალები, რომლებიც სტუმრებს დაამახსოვრდებათ.
  5. ერთი თემატიკა – სტილი, ფერი და ქორწილის თემა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული, იმისთვის რომ ყველაფერი ერთად ორგანულად გამოიყურებოდეს.

 

  • რა რჩევებს მისცემდით პატარძლებს?

ამ კითხვაზე „მარმენიომ“ პირველ პუნქტად, არაპროფესიული, თუმცა ცხოვრებისეული და ძალიან საჭირო რამ დაასახელა:

  1. სწორად აარჩიეთ სიძე
  2. გააკონტროლეთ დრო, რომ არ გაგექცეთ
  3. კაბა, მუსიკა, ფოტო-ვიდეო… ამ ყველაფერს დიდი ყურადღება მიაქციეთ და თანხები არ დაზოგოთ. (მარმენიო ამ მხრივაც გაგიწევთ კონსულტაციას)
  4. წინასწარ გაიკეთეთ თმა და მაკიაჟი – რადგან ქორწილის დღეს იმედგაცრუებულები არ დარჩეთ. მკერავს კი ქორწილის თარიღი დათქმულზე ადრე უთხარით.
  5. გაითვალისწინეთ, რომ ინტერნეტში ნანახი ქორწილის ფოტოები, ქართულ რეალობას უნდა მოარგოთ.
  6. შეუხამეთ ტანსაცმელი, როგორც სიძე-პატარძალმა, ასევე მეჯვარეებმა – ეს უფრო ლამაზი ფოტოების გადაღების საშუალებას მოგცემთ.
  7. შეიტანეთ ბევრი და განსხვავებული დეტალი – დეტალები ქმნიან ერთიანობას.

„არ არის ათასების გადახდა საჭირო, იმისთვის, რომ ქორწილი ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოვიდეს“, – განაცხადეს გოგონებმა.

 

  • როგორი ტენდენციებია საქართველოში? – რა უნდათ ქართველ პატარძლებს (და სიძეებს)

ნინო ჩხიკვაძე: წელს განსაკუთრებულად მოდაშია ღია ცის ქვეშ ქორწილის გაკეთება. ამას ძალიან უხდება დეკორაციული განათებები და ჩვენ ამ ნათურებს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ვთავაზობთ მომხმარებელს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენთან არ აკეთებენ ქორწილის ორგანიზებას. კიდევ ძალიან ტენდენციურია თივების გამოყენება, “ქანთრის” სტილის ქორწილების შემთხვევაში. ასევე, მოდაშია პიონები, ბაცი ფერები და ნაზი გარემო.

მანვე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ხშირად კეთდება ქორწილები „ვიწრო წრეში.“

„აშკარად მოდაში შემოვიდა, რომ ქორწილში ყველა არ დაპატიჟო. ქართული 200–300 კაციანი ტრადიციული ქორწილი დაბრბაზში, ტრადიციული სადღეგრძელოებით და ა.შ. ისევ კეთდება რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე ნაკლებად. თუმცა, ასეთ ქორწილებსაც ვაფორმებთ.“, – აღნიშნა მარიამმა.

  • ყველას შეუძლია თუ არა ქორწილის ორგანიზება?

„მარმენიოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინო ჩხიკვაძე ივენთ მენეჯერის გარდა, ფლორისტიცაა. მას ყვავილების მაღაზია აქვს. ეს კი, როგორც ამბობს, ქორწილების ორგანიზებაში ძალიან ეხმარება.

„ყვავილებთან შეხება რამდენიმე წელია მაქვს. აქედან გამომდინარე, გამიადვილდა ეს საქმე. ვიცნობ ყვავილებს, ამ სფეროში გათვიცნობიერებული ვარ…“

დიდი მნიშვნელობა აქვს გემოვნებას და ხედვას. ქორწილის ორგანიზებას იდეაში, ყველა შეძლებს, თუმცა უმთავრესი გამოცდილებასთან ერთად ხედვაცაა.

„ხედვა თუ არ გაქვს ვერ შექმნი ისეთ გარემოს, რომ კლიენტს და სტუმრებს მოეწონოთ“, – აღნიშნა ნინომ.

ამის გარდა, მთავარია სწორად შერჩეული დეკორაციები: პირველ რიგში ყვავილები…

„ჩვენ მხოლოდ ბუნებრივ ყვავილებზე ვმუშაობთ, შესაძლოა ფასში მცირე სხვაობა იყოს, მაგრამ ვიზუალურად ხელოვნურ და ბუნებრივ ყვავილს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ ნამდვილად ღირს…“,– აღნიშნა ნინომ.

 „მარმენიო“ – ძველქართული სიტყვაა და ბედისწერას ნიშნავს – კომპანიის შექმნის დეტალები

კომპანიის შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა. ქართული სახელი და ლოგო, რომელიც კომპანიაზე სრულ წარმოდგენას შეგიქმნით, ახალგაზრდა ივენთ მენეჯერებმა სულ რამდენიმე თვეში შექმნეს.

მარიამი: „მარმენიოს“ შექმნის იდეა ზუსტად ერთი წლის წინ, ჩემი ქორწილის ორგანიზებისას დაიბადა. მე და ნინომ გადავწყვიტეთ ჩვენი სახსრებით და ძალებით გაგვეკეთებინა ქორწილის ორგანიზება. საკმაოდ ლამაზი ქორწილი გამოვიდა, თან იაფად. რამდენიმე თვის შემდეგ, მოვიფიქრეთ სახელი, ლოგო.. და უკვე ოქტომბრიდან დავიწყეთ საქმიანობა.

გადავწყვიტეთ, რომ კომპანიის სახელი აუცილებლად ქართული ყოფილიყო. შემთხვევით, ძველქართულ სიტყვათა ლექსიკონში ვიპოვეთ სიტყვა „მარმენიო“, რომელიც ბედისწერას ნიშნავს. გარდა იმისა, რომ სიტყვა ლამაზი და ადვილად დასამახსოვრებელია, მისი შინაარსი კარგად მიესადაგება ჩვენი კომპანიის არსს და თან, ჩვენი, დამფუძნებლების სახელებსაც უხდება: მარი და ნინო. ბევრს ჰგონია, რომ ამის გამო დავარქვით “მარმენიო”. ლოგოც თემატიკიდან გამომდინარე შევარჩიეთ, როცა მას შეხედავთ, ნახავთ როგორი სტილის კომპანია ვართ.

„მარმენიოს“ მომსახურებაში ნებისმიერი ტიპის ღონისძიების გაფორმება შედის. ამ მხრივ ისინი სეტემბრიდან უფრო მეტად აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას. მანამდე კი მათ განრიგში, უამრავი „საბედისწერო“ დღის ორგანიზებაა ჩანიშნული.

 

 

 

ფორტუნა

 

 

 

ფილტრაცია