სიახლეები >> ანაკლიაში ქუჩის ბიბლიოთეკა გაიხსნა
ანაკლიაში ქუჩის ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხარდაჭერით და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით, დაიწყო პროექტი „სკვერის ბიბლიოთეკები“. პროექტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში შეიქმნება ღია სამკითხველოები, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, იკითხონ წიგნები და სხვა. – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტროს ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ.

პირველი „სკვერის ბიბლიოთეკა“ 1 სექტემბერს, ანაკლიის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. პროექტის განხორციელების მიზანია ხელი შეუწყოს წიგნის პოპულარიზაციასა და მოზარდებში განათლების დონის ამაღლებას.

აღსანიშნავია, რომ სკვერის ბიბლიოთეკები, ასევე ნიქოზსა და დიცში გაიხსნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესებში ინტეგრირება.

 

 

 artnews.ge 

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია