სიახლეები >> “Technomoves”-მა ბასიანი საუკეთესო ტექნო მუსიკის ადგილად დაასახელა
“Technomoves”-მა ბასიანი საუკეთესო ტექნო მუსიკის ადგილად დაასახელა

უცხოური პრესტიჟული საიტის “technomoves.net”-ის ყურადღების ცენტრში ახალი  ქართული კლუბი, კერძოდ,  ბასიანი მოექცა. სტატიაში იგი საუკეთესო ტექნო მუსიკის ადგილადაა  დასახელებული.

“ბასიანის სცენის განათება, ისევე როგორც სცენა, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იმის გაგება, თუ რატომ უყვარს ხალხს ეს კლუბი, მარტივია – მუსიკა და გარემო უბრალოდ ფანტასტიკურია” – წერს სტატიის ავტორი.

გიორგი უჯმაჯურიძე აცხადებს, რომ ბასიანი არ არის ადგილი, სადაც მარტო გასართობად მიდიან. ეს ის ადგილია, რომელიც თბილისს ყოველთვის აკლდა, სადაც ხალხი თავის ნამდვილ სახეს აჩენს და არაფრის ეშინია.

 

 

 

artnews

 

 

 

ფილტრაცია