სიახლეები >> დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

დაცულ ტერიტორიებზევიზიტორთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2017 წლის პირველ 8 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით გაიზარდა და 726 296 შეადგინა.

2017 წლის 8 თვის მონაცემებით, ვიზიტორთა 58 % (423 528) ქართველია, 42% (302 768) კი - უცხოელი. წინა წელთან შედარებით ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 28%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 38%-ითაა გაზრდილი.

მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.

ჯამში, 2017 წლის პირველ რვა თვეში ტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები 73%-ით გაიზარდა და 2 956 645 ლარი შეადგინა.

 

 

 

 

ფილტრაცია