სიახლეები >> Apple-მა უახლესი iPhone და Apple watch წარადგინა
Apple-მა უახლესი iPhone და Apple watch წარადგინა

კალიფორნიის Apple Park-ში, გუშინ, ახალი iPhone-ის პრეზენტაცია გაიმართა.

 პრეზენტაციაზე სმარტფონის 3  ახალი მოდელი წარადგინეს -„iPhone X“, ასევე  iPhone 8 და iPhone 8 Plus.

 საინტერესოა, რომ iPhone X-ის პრეზენტაცია პირველი „აიფონის“ გამოშვების თარიღს ემთხვევა.

 „არც ერთ მოწყობილობას ჩვენს ცხოვრებაში არ მოუხდენია ისეთი გავლენა, როგორიც iPhone-ს“, - თქვა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა პრეზენტაციაზე.

 

გუშინდელ პრეზენტაციაზე, წარადგინეს Apple watch-იც.

Apple Watch Series 3-ში ჩაპროგრამებულია ფიჭური მოდული, რომელსაც LTE მხარდაჭერა აქვს. ამრიგად, iPhone-თან დაკავშირების გარეშე საათით შესაძლებელია დარეკვა და სიმღერის ჩამოტვირთვა.  

ამასთან, ახალ საათს ახალი პროცესორი Apple W2-ი აქვს, რომლის წყალობითაც წინა მოდელისგან განსახვავებით ის 70%-ით სწრაფად მუშაობს. 

Apple Watch Series 3-ის გაყიდვა 22 სექტემბრიდან დაიწყება. LTE მხარდამჭერის მქონე საათის ფასი 400 დოლარიდან იქნება, ფიჭური მოდულის გარეშე კი 330 დოლარი ეღირება. 

 

 

commersant

 

 

 

 

ფილტრაცია