სიახლეები >> მოგზაურებმა ყველაზე საშიშ ქვეყნად თურქეთი დაასახელეს
მოგზაურებმა ყველაზე საშიშ ქვეყნად თურქეთი დაასახელეს

ტურისტები დასასვენებლად მსოფლიოს ყველაზე საშიშ ქვეყნად თურქეთს მიიჩნევენ. ამის შესახებ პორტალი TTG Asia წერს.

დასკვნის ავტორები კომპანია IPK International-ის ექსპერტები არიან, რომლებიც სამოგზაურო ინდუსტრიაში კვლევებს ატარებენ. მათ სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტები გამოკითხეს. 

თურქეთის გარდა, საშიში ქვეყნების სიაში აღმოჩნდნენ ასევე ისრაელი, ეგვიპტე და ტუნისი. 

გამოკითხულებმა ტურისტული მიმართულებით ყველაზე უსაფრთო ქვეყნად კანადა დაასახელეს. სამეულში მოხვდნენ შვეიცარია და ავსტრალიაც.

 

 

 accent.com.ge 

 

 

 

ფილტრაცია