სიახლეები >> რა მნიშვნელობა ენიჭება მხედველობას ღვინის აღქმისას
რა მნიშვნელობა ენიჭება მხედველობას ღვინის აღქმისას

ღვინის დეგუსტაციის დროს, სენსორული აღქმისთვის მხედველობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თვალი ადამიანის უმთავრესი სენსორული ორგანოა, რადგან შეგრძნებების 70% თვალის მეშვეობით აღიქმება. ადამიანში თვალის მიერ შეგრძნებების აღქმა უფრო ადრე ხდება, ვიდრე სუნის ან გემოსი. გარდა ამისა, ტვინის 50-60% ვიზუალური შთაბეჭდილებების დამუშავებით არის დაკავებული.

თვალის ფუნქცია და მხედველობის პროცესი ძალზედ რთულია. როდესაც ხელში ღვინის ჭიქა გვიჭირავს და ღვინის ფერს ვსაზღვრავთ, გარედან შემომავალი სინათლე თვალის რქოვანას, ლინზისა    და ბადურის მინისებური სტრუქტურის გავლით შემოდის. თვალის ლინზა შემომავალ სინათლეს კრავს და მისი სხვადასხვა ნაწილის მიერ სურათის მკვეთრად ჩამოყალიბება ხდება. თვალის ფერადი გარსი იკუმშება, ფართოვდება და, შესაბამისად, შემომავალი სინათლის სხივების ინტენსივობის კონტროლს ახდენს. ბადურაზე არსებული რეცეპტორული უჯრედები, ე.წ. ფოტორეცეპტორები, აგროვებენ შეგრძნებებს (ნათელი, ბნელი, ფერი, ფორმა) და ახდენენ სინათლის ნერვულ იმპულსებად ტრანსფორმირებას.

ღვინის დეგუსტაციის დროს, აღნიშნული იმპულსები, ვიზუალური ნერვების მეშვეობით, ტვინის შესაბამის ვიზუალურ ცენტრებში გადაიგზავნება. ის სურათი, რომელსაც ჩვენ რეალობის ნაწილად  მივიჩნევთ , გადაცემული ნერვული იმპულსების შეჯამებას წარმოადგენს. 24 საათის მანძილზე, თვალის კუნთები დაახლოებით ათას მოძრაობას ახდენენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ადამიანის სხეულში არსებულ ყველა სხვა კუნთზე უფრო აქტიურნი არიან. მხედველობას, თავისი სხვადასხვა ფუნქციით, სუნის და გემოს შეგრძნებების გადაფარვა შეუძლია. ვიზუალური სტიმულების დიდ მანძილზე აღქმა არის შესაძლებელი, რადგან მხედველობა მანძილზე მოქმედი ტიპის გრძნობაა.

ღვინისა და ცქრიალა ღვინის ყიდვისას, ჩვენ ბოთლს და ეტიკეტს ვაკვირდებით. ღვინის ჭიქების ფორმა და მათი ესთეტიკა თვალის მიერ აღიქმება. შედეგად, პროდუქტთან დაკავშირებული შესაბამისი მოლოდინი წარმოიქმნება. როცა ჭიქით ვსვამთ ღვინოს, თვალი ღვინის/ცქრიალა ღვინის ფერის, ინტენსივობის, გამჭვირვალობის, ზედაპირის, კონსისტენციისა და ე.წ. „ცქრიალის ხარისხის“ დადგენას ახდენს. ერთი  მხრივ, გვჭირდება კარგი მხედველობა, მეორე მხრივ, საჭიროა შესაბამისი გარემო ღვინის ფერის (ინტენსივობა, ტიპურობა) ანალიზისთვის. 

 

allwine

 

 

 

ფილტრაცია