საინტერესო >> რა შეიძლება მოამზადოთ სააღდგომოდ ბავშვების ჯანსაღად კვებისთვის
რა შეიძლება მოამზადოთ სააღდგომოდ ბავშვების ჯანსაღად კვებისთვის

ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილეული, განსაკუთრებით დღესასწაულებზე. მაგრამ ამთი დიდი რაოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას. შოკოლადზე უარის თქმა პატარებს უჭირთ, ამიტომ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მათ გემრიელობები მოვუმზადოთ.


მართალია, კარგად მოხარშული კვერცხი პროტეინების საბადოა, თან მათი ლამაზად გაფორმება და მოხატვაც შეგიძლიათ, მაგრამ ბავშვებს მაინც ტკბილეული ურჩევნიათ.


სააღდგომო ტკბილეულს დიდი რაოდენობით შაქრით ამზადებენ, ღებავენ და ფერს აძლევენ.


გამოკვლევების თანახმად 2 000 ამერიკელმა მშობელმა აღიარა, რომ სააღდგომო დღესასწაულის დროს მათი შვილები 5 000 კალორიაზე მეტ არაჯანსაღ საკვებს მოიხმარენ.


ყველაზე დიდი პრობლემა კვერბის მხრივ შაქარი და ქიმიური საკვები საღებავებია.


ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ არდგომას ბავშვებმა შოკოლადისგან მოზადებული კვერცხები, ტკბილეული და დესერტი არ უნდა მიირთვან.


გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა, თუ როგორ შეამციროთ არაჯანსაღი პროდუქტების რაოდენობა.


შოკოლადის შერჩევისას უპირატესობა შავს მიანიჭეთ. ის შეიცავს სასარგებლო ანტიოქსიდანტებსა და რკინას, რძიანი შოკოლადი კი არა. თუ ბავშვებს თავიდანვე შავ შოკოლადს მიაჩვევთ, ზედმეტად ტკბილ და კალორიულ ტკბილეულს არ მოგთხოვენ.


შოკოლადს შეურიეთ სხვა დანამატები. ამ შემთხვევაში გაცილებით ნაკლებ ტკბილს მიიღებენ. შეგიძლიათ მარწყვი შოკოლადით მორთოთ, ან შოკოლადს ბანანი და გამხმარი გარგარი შეურიოთ. კენკრით, შოკოლადითა და ნუშით ჰაერღუმელში შოკოლადის მუსი მოამზადოთ, რომელიც ჯანსაღიცაა და დაბალკალორიულიც.


შეგიძლიათ ბავშვებს სტაფილოს ტკბილი ჩხირები მოუმზადოთ. შებრაწული და ხრაშუნა სტაფილო ტკბილეულს ჩაანაცვლებს.


მაგრად მოხარშული კვერცხი ჭარხლის ან კომბოსტოს წვენით შეგიძლიათ შეალამაზოთ, კაკლითა და გამხმარი ჩირებით კი პიკანტური გემო მიანიჭოთ.


განსაკუთრებული ყურადღება მიანიჭეთ ბავშვებისთვის მირთმევის ფორმას. ჯანსაღი საკვებმა, თუ ის ლამაზად გამოიყურება, შესაძლოა პატარების გული მოიგოს. ხილი და იოგურტები ამის საუკეთესო საშუალებებია.


ავტორი: ნინო ტყეშელაშვილი

 

 

 

ფილტრაცია