საინტერესო >> 5 ყველაზე რომანტიკული რესტორანი ბათუმში
5 ყველაზე რომანტიკული რესტორანი ბათუმში

ზღვის სეზონი მოდის და ცხელ ამინდებს უმეტესობა ბათუმის სავანეში გაექცევა.

კომფორტული და დამამახსოვრებელი დასვენებისთვის რომანტიკული საღამოები აუცილებელია.

სწორედ ამიტომ myrest გთავაზობთ ბათუმის 5 რესტორანს, რომელშიც ვახშმობა წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე და დასვენებას გაგილამაზებთ.

 

რესტორან - ლაუნჯი "ვილლაჯიო"

რომანტიკული საღამოს მოსაწყობად ერთ-ერთი განსაკუთრებული რესტორანი "ვილლაჯიო"-ა, რომელიც მყუდრო საღამოს მოსაწყობად ყველანაირ კომფორტს შეგიქმნით, ხმაურისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს კი გემოვნებიან, ცოცხალ მუსიკას სთავაზობს საღამოს 6 საათიდან. დამამახსოვრებელი ინტერიერი, ნათელი ფერები და სიმწვანეში ჩაფლული ლაუნჯი, ცხელ საღამოებს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ. "ვილლაჯიო" ქართულ-ევროპულ სამზარეულოს გთავაზობთ და ერთგულ მომხმარებლებს სიურპრიზებით ანებივრებს.

 

რესტორანი "ლოფტი"

გურმანებისთვის, რომანტიკული საღამოს მოსაწყობად და გემოვნებიანი მუსიკის მოსასმენად რესტორანი "ლოფტი" საუკეთესო არჩევანია. რესტორანი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, აქ შაბათობით ცოცხალი მუსიკაა და "Seaside Band" უკრავს. "ლოფტის" განსაკუთრებული ადგილი ტერასაა, შესანიშნავი ხედებითა და დახვეწილი დიზაინით, რომელიც რომანტიკულ საღამოს კიდევ უფრო დამამახსოვრებელსა და განსაკუთრებულს გახდის.

 

რესტორანი "გარდენს"

რესტორანი "გარდენს" წიგნის მოყვარეულებისა და ლიტერატურული კაფეების ხშირი სტუმრებისთვის საუკეთესო ადგილია. რომანტიკული საღამოს გასატარებლად "გარდენს"-ში სტუმრობისას მოიხიბლებით ყველასგან განსხვავებული ინტერიერითა და დიზაინით. "გარდენს"-ში ვერანდაზე დასვენება ცივ სასმელთან ერთად ზაფხულის ცხელი საღამოს კარგი დასასრულია.

 

სასტურო კომპლექსი "ადმირალი"

სასტუმრო "ადმირალი" ორი სახის რესტორანს გთავაზობთ - ქართულსა და იტალიურს. შამზინი ტერასები შავ ზღვაზე, გემრიელი კერძბი და სრული კომფორტი ნებისმიერ რომანტიკულ საღამოს საოცრებად აქცევს.

 

რესტორანი "გრანდ-გრილი"

ბათუმის მარგალიტი, რესტორანი "გრანდ-გრილი" თურქულ სამზარეულოს გთავაზობთ, ზღვის პროდუქტების, ხორცისა და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს მოყვარულებისთვის საუკეთესო არჩევანია. ბარი, VIP ზონა და ტივი ნებისმიერ თქვენს სურვილს რეალობად აქცევს. შავი ზღვის, არგადანის ტბისა და მთების ხედები კი გემოვნებიანი მუსიკის ფონზე რომანტიკული საღამოს ხიბლს დიდხანს დაგამახსოვრებთ.

 

 

ავტორი: ნინო ტყეშელაშვილი

 

 

 

 

ფილტრაცია