სიახლეები >> პროფესიები მათთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს
პროფესიები მათთვის, ვისაც მოგზაურობა უყვარს

ოდესმე გიოცნებიათ მიგეტოვებინათ სამსახური და გემოგზაურათ მსოფლიოს გარშემო?  ამ ოცნებისთვის არ არის საჭირო სამსახურიდან წამოსვლა. დღეს სავსებით რეალურია სამსახურის შეთავსება მოგზაურობასთან. საყვარელი საქმის მოძებნა შეუძლიათ სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და მატერიალური შესაძლებლობების მქონე მოგზაურებს. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილების მონახულებისას შესაძლებელია კარგი კარიერის გაკეთება და ამავდროულად, სიამოვნების მიღება საკუთარი სამსახურით. თუ გსურთ, რომ თქვენი მოგზაურობებისთვის ფულსაც კი გიხდიდნენ, გაეცანით პროფესიების სიას, რომელიც შეადგინა Business News Daily-მ.

ხელმძღვანელის დამხმარე

ეს სამსახური შესაძლოა უინტერესოდ და არაპრესტიჟულად, თუმცა იყო ხელმძღვანელის დამხმარე ნიშნავს, რომ თქვენ ხშირად იმოგზაურებთ მასთან ერთად საქმიან შეხვედრებზე. ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანები მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში საკმაოდ ხშირად. ამიტომ ასეთი თანამდებობა მოგიტანთ არამარტო სამსახურისთვის საჭირო კავშირებს, არამედ მოგცემთ საშუალებას მოინახულოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა.

საქალაქთაშორისო სატვირთო მძღოლები

ამ პოზიციაზე მუშაობა – იდეალური სამსახურია მათთვის, ვისაც ოფისში ჯდომას გზაზე მოძრაობა ურჩევნია. ეს საუკეთესო სამსახურია ინტროვერტებისთვის, რომლებსაც სურთ იგრძნონ თავისუფლება. ამგვარად შესაძლებელია სხვადასხვა ქალაქისა და ქვეყნის მონახულება, ტვირთის ტრანსპორტირებისას.

ბორტგამცილებელი13801_20150216150823_54e1ebc745436

ეს სამსახური პირდაპირ კავშირშია მოგზაურობასთან. ბორტგამცილებლად მუშაობა საკმაოდ რთულია, მაგრამ არის სასიამოვნო ბონუსიც – თქვენ მოგზაურობთ მსოფლიოს გარშემო და იქმნით კარიერას. ამასთანავე, გთავაზობენ ავიაბილეთებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ფასდაკლებით ან უფასოდ.

შესყიდვების აგენტი

მოდის მიმდევრებისთვის, რომლებსაც ძალიან უყვართ მოგზაურობა, შესყიდვებში მუშაობა შეიძლება იქცეს საოცნებო სამსახურად. მაღაზიაში ინვენტარის თვალყურის დევნების გარდა, შესყიდვების აგენტები მონაწილეობენ მომწოდებლების კონფერენციებში, ესწრებიან მოდების ჩვენებებს სხვადასხვა ქვეყნებში, რათა განსაზღვრონ სამომხმარებლო ტენდენციები. გარდა ამისა, იღებენ გადაწყვეტილებებს თუ რომელი საქონელია საუკეთესო გასაყიდად.

ტურისტული აგენტი

მოგზაურთა პორტალებისა და Google-ს ეპოქაში მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ ტურისტული აგენტის პროფესია გაქრობის პირასაა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების პროგნოზების მიხედვით ამ სპეციალისტებზე მოთხოვნა მომდევნო ათწლეულებში საგრძნობლად შემცირდება, ისინი მაინც დარჩებიან საჭირონო მოგზაურობის მოყვარულთათვის. ისინი სტუმრობენ პოპულარულ ტურისტულ ადგილებს, რათა მიიღონ ინფორმაცია და გამოცდილება პირველი წყაროდან – ტურისტული ადგილებიდან, რომლებსაც უწევენ რეკომენდაციას. მათი რჩევები იქნება ძალიან სასარგებლო კლიენტებისათვის. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან თქვენი კლიენტები – ტურისტები თუ საქმიანი ადამიანები, ისინი მაინც ყოველთვის მადლობელი იქნებიან თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციისთვის,სხვადასხვა  ღირშესანიშნაობებისა თუ ღონისძიებების შესახებ.

Aupair

მზად ხართ იმუშაოთ ბავშვებთან და ფლობთ უცხო ენას? თუ ეს ასეა, aupair შეიძლება გახდეს კარგი ვარიანტი თქვენთვის. ამ პროფესიის ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ ოჯახში და უვლის ბავშვებს, ეხმარება მათ სწავლაში. თქვენ გექნებათ მცირე ხელფასი, თუმცა საცხოვრებელი და კვება იქნება უფასო. ამასთან, თქვენ შეძლებთ სრულფასოვნად შეისწავლოთ უცხო კულტურა ოჯახის წევრის ამპლუაში.

მოხალისე

მოხალისედ მუშაობა შესაძლებელია მსოფლიოს მრავალ კუთხეში. როგორც წესი, მოხალისეობა გულისხმობს თანამშრომლობას განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებაზე შეღავათებითა და სტუდენტური კრედიტებით.

საკრუიზო ლაინერის მუშაკი13801_20150216151231_54e1ecbf50f8a

საკრუიზო ლაინერზე მუშაობა – არის ნამდვილი მოგზაურების ოცნება. თქვენ მოგზაურობთ და გიხდიან ხელფასს, ამასთან, თქვენ უზრუნველყოფილი ხართ უფასო კვებითა და საცხოვრებლით. მუშაობთ მიმტანად, გამყიდვლად თუ მსახიობად, საკრუიზო ლაინერზე ყოველთვის არის სამუშაო განსხვავებული პროფესიის ადამიანებისათვის.

გიდი

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ იმუშაოთ ნებისმიერ ტურისტულ ადგილზე, რომელიც მოგწონთ. პოპულარულ კურორტებზე ყოველთვის საჭიროა გამოცდილი გიდი, რათა მან გაგაცნოთ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები. ამისათვის საჭიროა კარგად იცოდეთ ენა და ქალაქის კულტურა.

ქორწილის ფოტოგრაფი კურორტებზე

ყველა ქორწილში საჭიროა ფოტოგრაფი, რათა დააფიქსიროს ეს ბედნიერი დღე. წყვილები, რომლებიც საზღვარგარეთ ატარებენ ცერემონიალს, იწვევენ ფოტოგრაფს. ხოლო, თუ თქვენ ცნობილი ფოტოგრაფი ხართ კარგი აპარატურით, თქვენგაქვთ შესაძლებლობადაგიფინანსონ ბილეთის ფასი და საცხოვრებელი რამდენიმე დღე, რომელიმე მზიან კუნძულზე.

არქეოლოგი13801_20150216153626_54e1f25a1a384

არქეოლოგები მოგზაურობენ მსოფლიოს გარშემო, რათა აღადგინონ და შეინარჩუნონ სხვადასხვა კულტურის არტეფაქტები. არქეოლოგის პროფესია მოითხოვს ხშირ მოგზაურობას პლანეტის შორეულ ადგილებში.

დიპლომატი

თუ თქვენ გსურთ ერთმანეთს შეუთავსოთ საკუთარი ქვეყნის სიყვარული მოგზაურობას, მაშინ დიპლომატის კარიერა ზუსტად თქვენთვისაა. თქვენ გელით საპასუხისმგებლო წარმომადგენლობითი სამსახური, პოლიტიკური პერსპექტივები და სხვა ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

ოკეანოგრაფი

თუ თქვენ გიყვართ საზღვაო მოგზაურობა და გსურთ გაიგოთ მის შესახებ რაც შეიძლება მეტი, მაშინ ეს პროფესია თქვენთვისაა. ოკეანოგრაფები თავიანთი სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ საკვლევ ხომალდებზე, იმყოფებიან რა სახლიდან შორს რამდენიმე თვის განმავლობაში.13801_20150216153738_54e1f2a2e63dd

 ubr.ua

ფილტრაცია
ხალხის აზრი