სიახლეები >> იტალია: სასტუმრო გამოქვაბულში
იტალია: სასტუმრო გამოქვაბულში

სასტუმრო Corte San Pietro განლაგებულია ქალაქ მატერაში, ბაზილიკატას რეგიონში (იტალია).

მატერა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე უცნაური ადგილია იტალიაში – ქალაქის ისტორიული ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი და ჩაშენებული.

matera_1

ადგილობრივები გამოქვაბულებს საუკუნეების განმავლობაში საცხოვრებლად იყენებდნენ. არქიტექტორ დანიელა ამოროსოს მიერ დაპროექტებული სასტუმრო “კორტე სან პიეტროც” ამ ტრადიციის გაგრძელებაა.

2

500 კვ/მ ფართზე მოწყობილი სასტუმრო ისტორიული ღირშესანიშნაობის თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგების არაჩვეულებრივი მაგალითია.

გამოქვაბულების კომპლექსზე დაშენებული ნაგებობები და შიდა ეზოები XVII საუკუნით თარიღდება. ადგილობრივი კანონმდებლობით მათი კარდინალურად გადაკეთება, არ შეიძლება. ამ აკრძალვამ დიზაინის პროექტის შემუშვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – სასტუმროში ყველაფერი ავთენტური და ზღაპრულია – ძველებური ქვის იატაკით დაწყებული, ლოდებით ნაშენი, შებათქაშებული კედლებით დამთავრებული.

ნომრების მოსაწყობად ნატურალური, ხშირად დაუმუშავებელი ხის აქსესუარებია გამოყენებული, რაც ინტერიერს განსაკუთრებულ მომხიბლავობას ანიჭებს. 

8

სასტუმროს ინტერიერში მხოლოდ სამი ფერი – თეთრი, ყავისფერი და ბეჟი ფიგურირებს. ელეგანტურ დიზაინს ხაზს უსვამს სანთლების ნაზი შუქი.

3

ამ არაჩვეულებრივ ატმოსფეროში რეალური სამყაროსგან მთლიანად მოწყვეტა და ზღაპრული შვებულების მოწყობაა შესაძლებელი :) 

დაათვალიერეთ Corte San Pietro-ს ინტერიერის ფოტოები ჩვენს გალერეაში:

45679101112131415161718192021222324252627282930313233343536

 

friday.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი