ტურიზმი >> სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის საქართველოს კურორტებზე All inclusive-ის სისტემა დაინერგება
სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის საქართველოს კურორტებზე All inclusive-ის სისტემა დაინერგება

რუსი ტურისტების მიზიდვის მიზნით საქართველოს კურორტები All inclusive-ისსისტემაზე გადადიან  რუსულისაინფორმაციო სააგენტო „ინტერფქსის“ცნობით, ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

 

„სასტუმროები, რომლებიც All inclusive-ის კლასიკური სისტემით მუშაობს, დღეს არცთუ ბევრია. მაგრამ მათი რაოდენობა იზრდება. ამ პროცესს ხელს უწყობს ის, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის დახურულ თურქულ და ეგვიპტურ კურორტებზე ეს მთავარი გამოცდილება იყო. იქ all inclusive–ის სისტემით ტურისტების 95% ისვენებდა. ამაზე ჩვენც უნდა ვიფიქროთ და ბიზნესის ორიენტირება ამაზე მოვახდინოთ,“– განაცხადა ჩოგოვაძემ.

 

ამჟამად რუსეთი საქართველოსთვის მნიშვნელობის მიხედვით შემომსვლელი ტურიზმის მეოთხე ბაზარია. გასულ წელს ქვეყანას რუსეთის 925 ათასი მოქალაქე ეწვია. პირველ სამეულში კი შედის სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი.

 


all inclusive–ის სისტემაზე გადასვლის შესახებ გასული წლის ბოლოს ისრაელმაც განაცხადა, რისი ერთადერთი მიზანიც რუსი ტურისტების მიზიდვა იყო.

 

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ იტალიურ რიმინში მდებარე  სასტუმროების მფლობელებმა სპეციალურად რუსი ტურისტებისთვის დაიწყეს ტურისტული პაკეტების შექმნა all inclusive–ის პრინციპით. ამ სისტემის განვითარება გადაწყვიტეს აგადირისა დამაროკოს ოტელიერებმაც.

 

"კომერსანტი"

 

dachi gorgildze

 

dachi 5

ფილტრაცია

dachi gorgialdze 5

ხალხის აზრი