საინტერესო >> ახალი სათხილამურო ტრასების მოწყობა ბახმაროშო, რაჭაში, თუშეთში, ბეჩოსა და უშგულში განიხილება
ახალი სათხილამურო ტრასების მოწყობა ბახმაროშო, რაჭაში, თუშეთში, ბეჩოსა და უშგულში განიხილება

"სამთო კურორტებზე ისეთი ტიპის ინფრასტრუქტურას ვავითარებთ, რომელიც ოლიმპიადისთვისაა საჭირო", - ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს" მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული სივრცითი დაგეგმარების პროექტში ერთ-ერთი კომპონენტი, სწორედ ოლიმპადის ჩატარებას გულისხმობს და ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია კეძო სექტორიც. 


"საქართველოში ერთ-ერთი აუხდენელი ოცნებაა ოლიმპიადის ჩატარებაა, რომელიც ყველას სურვილია და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურა, რომელსაც ეტაპობრივად ვავითარებთ", - განაცხადა ონოფრიშვილმა. 

რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით ახალი სათხილამურო კურორტების განვითარებას, ონოფრიშვილი ამბობს, რომ განიხილება ბახმაროს ტერიტორია, რაჭაში შოვთან მდებარე ბუბას მყინვარის ტერიტორია, თუშეთი, უშბა. 

"ასევე, 2017 წელს ვგეგმავთ, რომ დაბა ბეჩოში დავაყენიოთ პატარა საბაგირო და უშგულში ვფიქრობთ მცხირე სასრიალო ტრასის განვითარებას. 

რაც უფრო მეტი სათხილამურო კურორტია, მით უკეთესია. ყველა მათგანს ეყოლება დამსვენებელი. კონკურენციას გავუწევთ ყველას, რადგან უნიკალური ბუნება გვაქვს, ავალთ იმ ხარისხზე რომელიც ევროპული დონისაა. ჩვენი უპირატესობაა ფასიც", - აცხადებს ონოფრიშვილი.

 

წყარო: www.businesscontract.ge

ფოტო: www.ospreypacks.com

 

 

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი