საინტერესო >> რომელი კურორტი რა დაავადებას კურნავს
რომელი კურორტი რა დაავადებას კურნავს

წაღვერი

სიმაღლე:1020-1050 მეტრი ზღვის დონიდან

წაღვერი არის კლიმატურ-ბანეოლოგიური კურორტი რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით, აქ მდებარე მინერალურმა წყაროებმა და სუფთა-ტენიანმა ჰაერმა განაპირობა რომ წაღვერი საუკეთესო საშუალებაა კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ.

წაღვერში კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტი, ჰეპაროკოლეცისტიტი, და საშარდე გზების დაავადებები.


ბაკურიანი

სიმაღლე:1750-1950 მეტრი ზღვის დონიდან

ბაკურიანი არის მაღალი მთის საუკეთესო კურორტი, აქ არის მშრალი ჰავა, და შესაბამისად აქ ზამთარი საუკეთესო სეზონია დასვენებისთვის, ბაკურიანის კურორტი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის როგორებიცაა: სასუნთქი გზების არატუბერკულიოზური დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, რაქიტი, და ბრონქული ასთმის მსუბუქი და საშუალო ფორმები.

შოვი

სიმაღლე:1600 მეტრი ზღვის დონიდან

შოვის კურორტი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი გამორჩეულია მინერალური წყლებით, ჯერჯერობით მას მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისა, და საშარდე გზების დაავადებებზე სამკურნალოდ იყენებენ, შოვის ჰავის თავისებურებები ხელსაყრელ

ია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის.

მკურნალობის ჩვენებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, ბრონქიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული ჰეპატიტი, ძვალ-სახსართა სისტემების დაავადებები და სხვა...

საქართველოში უამრავი კურორტია რომელთაც სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.


წაღვერი

სიმაღლე:1020-1050 მეტრი ზღვის დონიდან

წაღვერი არის კლიმატურ-ბანეოლოგიური კურორტი რომელიც გარშემორტყმულია მთლიანად წიწვოვანი ტყით, აქ მდებარე მინერალურმა წყაროებმა და სუფთა-ტენიანმა ჰაერმა განაპირობა რომ წაღვერი საუკეთესო საშუალებაა კომპლექსური დაავადებების სამკურნალოდ.

წაღვერში კურორტული მკურნალობის ჩვენებებია: ქრონიკული გასტრიტი, ჰეპაროკოლეცისტიტი, და საშარდე გზების დაავადებები.

image


ბაკურიანი

სიმაღლე:1750-1950 მეტრი ზღვის დონიდან

ბაკურიანი არის მაღალი მთის საუკეთესო კურორტი, აქ არის მშრალი ჰავა, და შესაბამისად აქ ზამთარი საუკეთესო სეზონია დასვენებისთვის, ბაკურიანის კურორტი სასარგებლოა ისეთი დაავადებებისთვის როგორებიცაა: სასუნთქი გზების არატუბერკულიოზური დაავადებები, ქრონიკული ბრონქიტი, მეორეული სისხლნაკლულობა, რაქიტი, და ბრონქული ასთმის მსუბუქი და საშუალო ფორმები.


image


შოვი

სიმაღლე:1600 მეტრი ზღვის დონიდან

შოვის კურორტი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი გამორჩეულია მინერალური წყლებით, ჯერჯერობით მას მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემისა, და საშარდე გზების დაავადებებზე სამკურნალოდ იყენებენ, შოვის ჰავის თავისებურებები ხელსაყრელ

ია კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის.

მკურნალობის ჩვენებებია: გულსისხლძარღვთა დაავადებები, სასუნთქი გზების დაავადებები, ბრონქიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული ჰეპატიტი, ძვალ-სახსართა სისტემების დაავადებები და სხვა..

.image


ბახმარო

სიმაღლე: 1913-1990 მეტრი ზღვის დონიდან

ბახმარო საქართველოს ულამაზესი კურორტია, მისი თვისებების გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელი ზაფხულშია, აქ არის ზღვის ჰავასთან შერწყმული საშუალო მთის ზედა სარტყლის ჰავა, ბახმაროში მკურნალობის ჩვენებებია: გულსისხლძარღვთა, და სასუნთქი გზების დაავადებები

აბასთუმანი

სიმაღლე:1200-1500 მეტრი ზღვის დონიდან

აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით, მკურნალობის ჩვენებებია: ფილტვების ტუბერკულიოზის სხვადასხვა ფორმა, და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები, ტუბერკულიოზური ლიმფატები, და პლევრიტები, ქრონიკული ბრონქიტი, და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.

საირმე

სიმაღლე:1100 მეტრი ზღვის დონიდან

საირმეში მდებარეობს დიდი რაოდენობით მინერალური წყალი, ამიტომაც აქ მინერალური წლის აბაზანებით და მიღებით მკურნალობენ, აქ მკურნალობის ჩვენებებია:სარდ-სასქესსო დაავადებები, ქრონიკული ნეფრიტი, ცისტიტი, ქრონიკული პროსტატი, რკინადეფიციტური ანემია, მსუბუქი და საშუალო დონის შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, პანკრეატიტი და სხვა...

ახტალა

სიმაღლე:410-430 მეტრი ზღვის დონიდან

ახტალა დაბალი კურორტია, ზღვის დონესთან მისი დაბალი მდებარეობა ქმნისი დაბალი მთის კლიმატურ ზონებს, ახტალაში მკურნალობის ჩვენებებია:გულ სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებები, და სახსრების დაავადებები.

ურეკი

ურეკი კურორტებში ქვიშითაა ცნობილი, ურეკი საუკეთესოა სისლძარღვების დაავადებების, და ქრონიკული მრავალფეროვანი დაავადებების სამკურნალოდ.

 

წყარო: www.intermedia.ge

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი