საინტერესო >> იმოგზაურეთ მსოფლიოს 5 ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში
იმოგზაურეთ მსოფლიოს 5 ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში

თუ ეძებთ ადგილებს მოგზაურობისთვის მეგობრულ გარემოში მოგვყევით – World Happiness Report.

ყოველ წელს გაერო იკვლევს მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებში არსებულ სიცოცხლის ხარისხს ადამიანებისთვის. გამოიკვეთა 10 ქვეყანა, სადაც ყველაზე მოსახერხებელია ცხოვრება. რატომაა ეს ქვეყნები კარგი საცხოვრებლად და რა აბედნიერებს იქ ადამიანებს ?

როგორც აღმოჩნდა, კარგი გარემოს მიზეზი არის ადამიანების ნდობა, გულუხვობა, მეგობრულობა, პროფესიონალური მომსახურება. ამიტომაც ეს ქვეყნები კარგია მოგზაურობისთვის.

5. შვედეთი

შვედეთი ერთ–ერთია ხუთ ყველაზე "ბედნიერ ქვეყანაში". ერთ–ერთი რაც ქვეყანას ბედნიერს ხდის არის ყავის მაღაზიები: შვედეთი ერთ–ერთი უდიდესია ყავის მომხმარებელ ადამიანთა რაოდენობით. შესვენება ყველას ერთად აქვს, სამსახურიდან შესვენებისთვის გამოსული ადამიანები ერთად იკრიბებიან, სვამენ ყავას, საუბრობენ და ჭამენ სასუსნავებს. ამას შვედეთში "ფიკა" ჰქვია.

4. ავსტრალია

ავსტრალია სიდიდით მეექვსეა მსოფლიოში. მოსახლეობის რაოდენობა დაბალია, მაღაკუა სამოქალაქო შეთანხმება. პოპულარული ავსრალიელი ბარბექიუ ყველას ერთად კრებს.  უმეტესად ბარბექიუს ნაციონალურ პარკებში აკეთებენ. 

3. ახალი ზელანდია

ახალი ზელანდია ადამიანებმა 800 წლის წინ აითვისეს. ლურჯი მთებით დაწყებული გარეული პინგვინებით დამთავრებული, სამხრეთ კუნძულებზე ბევრ ლამაზ და გასაოცარ ადგილებს ნახავთ. ახალი ზელანდიაში ძალიან ცოტაა მოსახლეობა. ახალზელანდიელები უფრთხილდებიან ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობას. არ გაუშვათ ხელიდან შანსი მოინახულოთ ეს ქვეყანა, თავის ვულკანებითა და ნაციონალური პარკებით.

2. ნიდერლანდები

ნიდერლანდების მოსახლეობა გამოირჩევა ფიზიკური აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. ის გამოირჩევა მოგზაურებისთვის შექმნილი უსაფრთხო გარემოთი.

1. კანადა

საკმაოდ ძვირი ქვეყანა, კანადა მეორეა სიდიდით მთელ მსოფლიოში. მოგზაურობისთვის ერთ–ერთი საუკეთესოა თავისი ნაციონალური პარკებით.

 

წყარო: www.nationalgeographic.com

 

 

 

 

 

 

ფილტრაცია

 

ხალხის აზრი