Background Image

რა რაოდენობის ალკოჰოლი გადის და შემოდის ქვეყანაში?

15:22 3 მაისი, 2018

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ექსპორტის წახალისებისა და იმპორტის ჩანაცვლების მიზნით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტის ზრდა, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განგვიმარტეს,  2018 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.4 პროცენტით გაიზარდა და სულ 740.3 მლნ დოლარი შეადგინა. განსაკუთრებული  პოპულარობა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ქართულმა ღვინომ მოიპოვა, მათ შორის ჩინეთის დიდ ბაზარზე და შესაბამისად ექსპორტი ჩინეთში დამაჯერებელი ტემპებით იზრდება.

სწორედ ამიტომ, Myrest.ge დაინტერესედა საქართველოში 2018 წლიდან შემოსული და გასული ალკოჰოლური სასმელების რაოდენობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, მაია გუნცაძის მიერ მოწოდებული სტატისტიკა  შემდეგნაირია:

ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 2018 წლის იანვარ-მარტში

  • ლუდი – 990,9 აშშ დოლარი, 975,620,2 ლიტრი.
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 41,849.0 აშშ დოლარი, 13,499,403.2 ლიტრი
  • ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები – 377.4 აშშ დოლარი, 69,934.8 ლიტრი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი – 2 აშშ დოლარი,  333,331.4 ლიტრი.
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები (ლიტრი 100% სპირტი) – 27,447.3 აშშ დოლარი,  6,084,943.0 ლიტრი.

 

ალკოჰოლური სასმელების იმპორტი 2018 წლის იანვარ-მარტში

  • ლუდი – 2,200.9 აშშ დოლარი, 2,389,906.5 ლიტრი.
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – 8 აშშ დოლარი, 21,441.1 ლიტრი.
  • ვერმუტები და ყურძნის სხვა ნატურალური ღვინოები – 2 აშშ დოლარი, 22,283.6 ლიტრი.
  • სასმელები დადუღებული სხვა – 1.8 აშშ დოლარი, 315.2 ლიტრი.
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი -7,078.6 აშშ დოლარი, 5,622,382.7 ლიტრი.
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები (ლიტრი 100% სპირტი) – 6,177.8 აშშ დოლარი, 781,462.7 ლიტრი.

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

 

 

კომენტარები

X