Background Image

ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა

12:45 8 ივნისი, 2018

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოში 2018 წლის მაისის ინფლაციის დონეს აქვეყნებს.

 წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები მომატებულია 1,8 პროცენტით, რაც 0,56 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (21,6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4,6 პროცენტი), თევზეული (4,2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2,6 პროცენტი), ასევე ყავა, ჩაი და კაკაო (1,4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (-3,4 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,5 პროცენტიანი ზრდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (6,1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 6,4 პროცენტით, რაც 0,43 პროცენტული პუნქტით აისახა, მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (10,9 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,38 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7,7 პროცენტი), ასევე ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (5,2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,3 პროცენტით, რაც 0,35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (6,8 პროცენტი).

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

კომენტარები

X