Background Image

ბრენდ DavidSnow-ს ახალი, ორიგინალური სათვალეების ხაზი შეემატა

13:18 6 ივნისი, 2018

ქართული მოდა, მსოფლიო მოდის ასპარეზზე თანდათან ადგილს იმკვიდრებს. ამ კუთხით ყველაზე საყურადღებო და საინტერესო, ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები არიან, რომელთა შორისაც 18 წლის დავით ფაფიაშვილი, ერთ-ერთი გამორჩეულია. ბრენდი DavidSnow ერთ წელზე მეტია არსებობს და ამ ხნის მანძილზე, უამრავი ორიგინალური პროდუქცია შემოგვთავაზა. ახლახანს კი, მის კოლექციას, არაორდინალური სათვალეების ხაზი შეემატა. როგორც ჩვენთან საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ სიახლეს შემოგვთავაზებს.

„DavidSnow აქსესუარების, მაისურებისა და სათვალეების ორიგინალურ ბრენდს წარმოადგენს. ქართული თემატიკის მაისურების შემდეგ, ბრენდს აქსესუარების ხაზი შეემატა, ახლახანს კი, კიდევ ერთი სიახლე სათვალეების სახით, რომელთა ფასიც 70 ლარია, თუმცა ამ ეტაპზე მათზე ფასდაკლება ვრცელდება და 50 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ.

სათვალეების შექმნის იდეა, მას შემდეგ დაიბადა, რაც ვერ მივაგენი სათვალეს ჩემთვის, რომელიც განსაკუთრებული და ორიგინალური იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა სათვალე საკუთარი დიზაინით, რამაც დაინტერესებაც  გამოიწვია. მასალად ორგანულ მინას ვიყენებ, რომელსაც სპეციალური შეკვეთით ვიწერ, რაც შეეხება აქსესუარებს, ხესა და სვაროვსკის ქვებს ვიყენებ. ყველა ნივთს საკუთარი ხელით ვქმნი და სათვალეებსაც თავად ვაწყობ.

ჩემი მთავარი მიზანი ყოვეთვის იყო, რაღაც ორიგნალურის, უცხოს შექმნა და ვთვლი რომ, DavidSnow ამას ნამდვილად ახერხებს. რაც შეეხება ფსევდონიმს, ყველასთვის ცნობილ სერიალს, „სამეფო კარის თამაშებს’ უკავშირდება, დაახლოებით 5 წლის წინ, Instagram-ზე ეს სახელი დავიწერე და ისე მომეწონა, გადავწყვიტე DavidSnow ვყოფილიყავი. თან კარგად ჟღეს და მარტივად დასამახსოვრებელია. გარდა ამისა, უამრავი რამ დავუკავშირე ამ სახელს და ძალიან მომწონს“.

ამ ეტაპზე დიზაინერის ნამუშევრები შეგიძლიათ მის „ფეისბუქ“ გვერძე ნახოთ და სასურველი ნივთიც იქვე შეუკვეთოთ. 60 ლარზე მეტი შენაძენის შემთხვევაში, ადგილზე მიტანის უფასო სერვისითაც მოგემსახურებათ.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

კომენტარები

X