Background Image

გაინტერესებს რისგან მზადდება და როგორი გემო აქვს ლუდის ნაყინს? – მოდი ,,9 მთაში”

10:32 11 ივლისი, 2018

ლუდის ბარ ,,9 მთა”-ს ინოვაციურმა სიახლემ: ლუდის ნაყინმა – იმდენად დაგვაინტერესა, რომ სასწრაფო წესით დაუკავშირდით მარკეტინგის მენეჯერს თეა ცინცაძეს, მან კი აგვიხსნა თუ რას ნიშნავს და რისგან მზადდება ,,ლუდის ნაყინი” რომელიც თბილისში ერთადერთია (ამას myrest.ge მოგვიანებით დაადგენს)

მენეჯერთან საუბარში კი გავარკვიეთ შემდეგი:

ნაყინის ძირითადი ინგრედიენტებია ნაღები და ლუდი, თუმცა სპეციალური ნატურალური დანამატები მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.

ინგრედიენტების დასახელებისგან ,,9 მთის” შეფ-მზარეულმა თავი შეიკავა, გასაგები მიზეზების გამო – ,,რეცეპტის საიდუმლო”

ნაყინი მზადდება ნატურალური ინგრედიენტებისგან, ქიმიურ დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე,

დამზადება-გაყინვის პროცესს 8 საათი სჭირდება.

გარდა ამისა ,,9 მთა”-ში  24 სახეობის კრაფტ ლუდია…  არა  არ მოგჩვენებიათ ნამდვილად 24 სახეობის ლუდია და თან ნამდვილად კრაფტ-ლუდი.

ასე რომ გალაკტიონ ტაბიძის 10 ნომერში, გელოდებათ ცივი 24 სახეობის კრაფტ-ლუდი და ლუდის ნაყინი.

 

 

 

 

 

კომენტარები

X