Background Image

დემნა გვასალია – ,,დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში”

11:52 1 ივლისი, 2018

დემნა გვასალიას ბრენდმა Vetements-მა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა.

ქართველი დიზაინერის კოლექცია წელსაც გასხვავებულია. გვასალიამ მაისურები წარადგინა, რომლებსაც ძირითადად ქართულ ენაზე დაწერილი პოლიტიკური და სოციალური ფრაზები ამშვენებს.

დემნა გვასალია ახალ კოლექციაზე საერთაშორისო პრესასთან საუბრისას განახცადა:

“სამოსის კეთების მაგივრად, გავაანალიზე,რომ მინდა ისტორია გითხრათ. დავუბრუნდი ნამდვილ ფესვებს ჩემს ნაღვლიან ქვეყანაში. შოუს შემადგენლობა საქართველოში ავიყვანეთ, 40-ზე მეტი ადამიანი საქართველოდანაა.

ისინი გამოვიყენე, როგორც ხმა ახალგაზრდობის, რომელიც მათ არ აქვთ და რეპრესირებულები არიან პოლიტიკური რეჟიმით, ვერ ამბობენ, ვერ გამოხატავენ იმას, რასაც ფიქრობენ. ჩემთვის მტკივნეული დრო იყო, მინდოდა ეს გარეთ გამომეტანა.”

 

იხილეთ ფოტოგალერეა:

კომენტარები

X