Background Image

თბილისს სამთო ფილმების ფესტივალი  ეწვევა

11:13 5 სექტემბერი, 2018

29 სექტემბერს  თბილისს სამთო ფილმების ფესტივალი  ეწვევა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ  მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოგზაურების, ავტორების, ფოტოგრაფებისა და რეჟისორების თვალით დანახული შორეული მოგზაურობების საოცარი ექსპედიციები და თავგადასავლები იხილონ.

ფესტივალზე ასევე გათამაშდება საჩუქრები და მისულ სტუმრებს სხვადასხვა ცნობილ და მიღწევების მქონე მთასვლელებთან და სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობა ექნებათ.

2017-2018 წლის მსოფლიო ტური 40 ქვეყანაში, 550-ზე მეტ ლოკაციაზე გაიმართება. ორგანიზაცია ტრანსკავკასიურ ბილიკს Banff-ის სამთო ფილმების ფესტივალი კავკასიაში პირველად ჩამოაქვს.

ფესტივალი  ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებულ ღია დარბაზში, Backstage/33ა -სი ჩატარდება.

ფესტივალიდან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება პროექტს „ტრანსკავკასიური ბილიკი“, რომლის ფარგლებშიც შენდება გრძელი (>3000 კმ) სალაშქრო ბილიკი კავკასიონის გასწვრივ და აკავშირებს 3 ქვეყანას (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი).

კომენტარები

X