Background Image

თბილისში პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

18:32 5 ივლისი, 2018

6, 7 და 8 ივლისს თბილისში პანტომიმის თეატრის ორგანიზებით,ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის, პლასტიკისა და მოძრაობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, თეატრალური შოუსა და სპექტაკლების გარდა, გაიმართება იოგის მასტერ-კლასი ბაპტისტ მარსოთან,მხატვრების გიორგი შენგელაიას და რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენები, ნიკოლოზ წულუკიძის ლექცია თეატრის შესახებ, ასევე წიგნის პრეზენტაცია, ლაივ პერფომანსები და სხვა.

ფესტივალის დეტალური პროგრამა ასეთია:

6 ივლისი:

1. ბაპტისტ მარსოს Workshop 14:00 სთ
2. გიორგი შენგელიას პერსონალური გამოფენა 19:00 სთ
3. სპილოს და პანტომიმის თეატრის ბენდი 19:30 სთ
4. პანტომიმის თეატრის ბურთების შოუ 20:00 სთ
5. პრემიერა ‘’მოხუცი და ზღვა 20:30 სთ

7 ივლისი:

1. ბაპტისტ მარსოს Workshop 14:00 სთ
2. გოგა ოსეფაშვილის Workshop 16:00 სთ
3. გიორგი შენგელიას პერსონალური გამოფენა 19:00 სთ
4. პანტომიმის თეატრის ლაივ პერფორმანსი 20:00 სთ
5. პანტომიმის თეატრის ნეონ შოუ ელექტრონული
მუსიკის თანხლებით 20:30 სთ
6. DJ-set N!KOLOZ AMIREJIBI 20:30

8 ივლისი:

1. ბაპტისტ მარსოს Workshop 14:00 სთ
2. რუსუდან ფეტვიაშვილის
პერსონალური გამოფენა 19:00 სთ
3. ლექცია თეატრის შესახებ 19:30 სთ
4. ამირან შალიკაშვილის და მარსელ მარსოს წიგნის პრეზენტაცია 19:50 სთ
5. შალიკაშვილი/ფეტვიაშვილის Showcase 20:00 სთ
6. სპექტაკლი ‘’ ვეფხისტყაოსანი’’ 20:30 სთ
7. კახა ბაკურაძის ‘’რეჩიტატივი ქალაქში’’ 22:20 სთ

3 დღის ბილეთის ფასი 20 ლარია.

Tickets: https://tkt.ge/ka/event/pantomimis-teatris-festivali-148599

კომენტარები

X