Background Image

თუ ჯერ დასასვენებლად ვერ მიდიხართ – როგორ გავგრილდეთ ზაფხულის სიცხეში?

13:00 27 ივნისი, 2018

თუ დასვენებას ჯერ ვერ ახერხებთ და სახლში კონდენციონერიც არ გაქვთ, წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომლის წყალობითაც თქვენს სახლში სიგრილე შენარჩუნდება და ღამით სიცხე არ შეგაწუხებთ:

• დახურეთ ფანჯრები. თუ დღის განმავლობაში თქვენი სახლის ფანჯრები ღიაა, ოთახებში სიცხე შენარცუნდება. შუადღეს, როცა ქუჩაში ძალიან ცხელა, რეკომენდებულია ფანჯრები დახუროთ და ფარდები ჩამოაფაროთ. მზის სხივებისგან პირველ რიგში უნდა დაიცვათ საძინებელი;

• თუ სახლში ვენტილატორი გაქვთ, ერთი მიმართულებით ჩართეთ და მის წინ ყინულები დააწყვეთ, გამომადგებათ გაყინული ბოთლებიც. ძილის წინ ეს პროცედურა ოთახს გააგრილებს

• იზრუნეთ, რომ ბალიში გრილი იყოს

• არ დაიფაროთ ბუმბულის საბანი. შიშველი ნუ დაიძინებთ – ამ გზით, სხეულის ტემპერატურას ვერ გააკონტროლებთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბამბის თხელ და თავისუფალ ქსოვილს

• ძილის წინ მიიღეთ გრილი შხაპი

• არ დალიოთ ალკოჰოლი. ზაფხულის ცხელ საღამოს რეკომენდირებულია ლუდი მხოლოდ მცირე დოზით.

• მოერიდეთ ვახშმისას ცხელ, ცხიმიან საკვებს, მიირთვით სალათები ან ხილი

• საძინებელში გამორთეთ ნებისმიერი სახის ელექტრონული მოწყობილობა.

 

 

მომზადებულია telegraph.com – ის მიხედვით

 

 

კომენტარები

X