Background Image

მარათონი თბილისი 24 ივნისს გაიმართება

10:43 13 ივნისი, 2018

დღეს მთავრობის  სხდომაზე, ქალაქის მერმა კახა კალაძემ ახალ ინიციტივაზე გაამახვილა ყურადღება. საუბარია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მასობრივ სპორტულ აქტივობებში ჩართულობაზე. აღნიშნული ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ თბილისი მარათონი დააფუძნდა.

თბილისი მარათონი არის ახალი პროექტი, რომლეშიც სურვილი გვაქვს ჩაერთოს აბსოლუტურად ყველა.

ამიტომ მოგიწოდებთ, 24 ივნისს, დილის 9 საათზე ვაკის პარკთან შევიკრიბოთ და თავისუფლების მოედნამდე მოვაწყოთ გარბენი. ამ გზით ჩვენ ხელს შევუწყობთ ჯანსაღ ცხოვრებას და აქვე აღვნიშნავ, რომ მსგავსი ღონისძიება არ იქნება ერთჯერადი. ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ პროექტს,— განმარტავს კალაძე.

 

,,კომერსანტი”

 

 

 

კომენტარები

X