Background Image

კომპანია „შილდას“ ბაზარზე ახალი ბრენდი შემოაქვს

16:29 12 ივლისი, 2018

მალე ქართულ ბაზარზე ღვინის მწარმოებელი კომპანიის „შილდას“ ახალი ბრენდი „რუსთაველის ხაზი” გამოჩნდება. როგორც ALLWINE.GE-სთან საუბარში კომპანიის დამფუძნებელმა ნათია ჩხარტიშვილმა განაცხადა, ბრენდში გაერთიანებულია როგორც ქართული  განსაკუთრებული ვაზის ჯიშებისაგან დამზდებული ღვინოები, ასევე მრავალწლიანი დაძველების საკონიაკე ბრენდებიც.

“ჩვენი გუნდი “რუსთაველის ხაზის” შესაქმნელად დაახლოებით ერთი წელის განმავლობაში მუშაობდა. ვფიქრობთ რომ, „რუსთაველი“ მნიშვნელოვანი სახელია როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც.

“რუსთაველის ხაზში”, რომელიც კომპანია “შილდას”ნაწილია, გაერთიანებულია როგორც ქართული  განსაკუთრებული ვაზის ჯიშებისაგან დამზდებული ღვინოები, ასევე მრავალწლიანი დაძველების ე.წ საოჯახო მარაგის საკონიაკე ბრენდებიც. მაგალითად, ბრენდში გვაქვს, ორმოცდაათწლიანი დაძველების  კონიაკი “X.O.”, მხოლოდ 600 ბოთლი საფერავი, 5200 ქვევრის საფერავი და ასევე, ცოლიკაური, კრახუნა, შარდონე – ეს, ის ჯიშებია, რომლებიც საქართველოში მცირე რაოდენობით მოდის. ჩვენც შესაბამისად, რუსთაველის ბრენდის ქვეშ ლიმიტირებული რაოდენობით გამოუშვით,” – განაცხადა ნათია ჩხარტიშვილმა.

“რუსთაველის ხაზი” რამდნიმე კვირაში როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის ბაზარზე გაყიდვაში ჩაეშვება.

 

allwines.ge

 

 

კომენტარები

X