Background Image

კომპანია Wizz Air სოციალური ქსელის მომხმარებლებს აფრთხილებს

17:28 19 ივნისი, 2018

კომპანია Wizz Air-ი  მომხმარებლებს მიმართავს და აცხადებს, რომ საზოგადოების მოტყუების მიზნით, კომპანიის მსგავსი ბრენდინგით და სახელით ფუნქციონირებს ყალბი ვებგვერდი და Facebook გვერდი. ინფორმაციას Wizz Air-ის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვებგვერდი სოციალურ მედიაში გავრცელებული შეტყობინებით ავრცელებს მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეტყობინების Facebook-ზე გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებლებს აქვთ შანსი, რომ Wizz Air-ის 2 ბილეთი 1 დოლარად შეიძინონ”- აცხადებენ კომპანიაში.

Wizz Air – აფრთხილებს მომხმარებლებს, არ ისარგებლონ იმ ვებგვერდებითა და ბმულებით, რომლებიც ავიაკომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლათფორმებზე არ ვრცელდება.

“Wizz Air-ი აუცილებლად მიიღებს ზომებს ყველა იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელთაც Wizz Air-ის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ”, – წერია განცხადებაში.

 

 

,,იმედი”

 

 

კომენტარები

X