Background Image

,,ლა ფეტი”: „ჩვენი დახმარებით, მინიმალური დანახარჯითაც კი, საოცარი დიზაინი იქმნება“

11:44 18 ივნისი, 2018

დაბადების დღე, ქორწილი, ბანკეტი, ნათლობა და კიდევ ბევრი, ჩვენთვის მნიშვნელოვანი დღე, ყველას განსაკუთრებით ლამაზი და დასამახსოვრებელი გვინდა იყოს. ზოგს თავად აქვს ნიჭი და შესაძლებლობა, საკუთარი ძალებით მოახდინოს ყველაფრის ორგანიზება, ზოგს კი სწორედ ისეთი მრჩეველი და დამხმარე სჭირდება, როგორიცაა ივენთ კომპანია „ლა ფეტი“. მითუმეტეს ახლა, როცა ბაკეტებისა და ქორწილების საუკეთესო პერიოდია.

დიდი ხანი არ არის, რაც „ლა ფეტი“ ორი მეგობრის, ნია მოძმანაშვილისა და ნუკა ორჯონიკიძის მიერ შეიქმნა, თუმცა მათი განსხვავებული და ორიგინალური იდეების გამო, მალევე მოექცნენ ყურადღების ცენტრში. ორივე მათგანი პროფესიით ჟურნალისტია, მათ საყვარელ პროფესიას კი, სწორედ ამ საქმიანობისთვის დაანებეს თავი. დეტალურად ივენთ კომპანიის შესახებ, ნია მოძმანაშვილი მოგიყვებათ.

„მე და ნუცამ ტელევიზიაში გავიცანით ერთმანეთი, პროფესიით ორივე ჟურნალისტები ვართ, თუმცა გაფორმებასთან და დიზაინთან აქამდეც გქონდა შეხება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი გამოცდილებითა და იდეებით, სხვებს დავხმარებოდით, გაგვეხადა მათთვის უმნიშვნელოვანესი დღე დაუვიწყარი და ყველასგან გამორჩეული. ნებისმიერი ტიპის რონისძიებაზე ვმუშაობთ, ქორწილი, კორპორატიული ივენთები, იუბილეები, კონფერენციები, სემინარები და ა.შ.

მაქსიმალურად ვერგებით მომხმარებლის სურვილებს და  რაც ყველაზე მთავარია, ვითვალისწინებთ მათ ბიუჯეტურ შესაძლებლობებს. „ლა ფეტის“ დასხმარებით, მინიმალური დანახარჯითაც კი, საოცარ დიზაინი იქმნება. ზოგადად ფასები დამოკიდებულია  დიზაინსა და მოთხოვნებზე, რადგან შესაძლებელია მომხმარებელს მხოლოდ ადგილის შერჩევა და დიზაინი სჭირდებოდეს, ან სრულიად ჩვენს დაგვევალოს ყველაფრის ორგანიზება, მაგიდების გაფორმება, თაიგული, ყვავილები, ტორტი, განათება, მუსიკალური გაფორმება, ადგილის შერჩევა და ა.შ.

თითქმის არცერთი შაბათ-კვირა არ გვაქვს თავისუფალი და ჩვენს ყველა დაგეგმილ ღონისძიებას ეტყობა, სულსა და გულს,რომ ვდებთ საქმეში. ამ მცირე პერიოდში უკვე შევძელით და ჩვენი კომპანიის სახელი, ჩვენს მიზნობრივ აუდიტორიას მთლიანად გავაცანით, ამისათვის არ ვიშურებთ არც დროს და არც ენერგიას. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ, ფროდაქშენის შექმნას და ამ კუთხით, ჩვენს ჟურანისთიკურ გამოცდილებასაც გამოვყენებთ“.

 

„ლა ფეტის“ მომსახურების მისაღებად, შეგიძლიათ მათ ფეისბუქ გვერდს ( www.facebook.com/ლაფეტი ) ეწვიოთ ან დაუკავშირდეთ ნომერზე: 593 12 06 05

 

 

ავტორი: ანი გიგაური

 

 

 

 

კომენტარები

X