Background Image

მერიის პროექტის ფარგლებში ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის კონცერტი გაიმართება

10:54 12 ივლისი, 2018

თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 13 ივლისს, 21:00 საათზე, ნინო ქათამაძისა და ჯგუფ Insight-ის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება ვარკეთილი 3-ის, პირველ მიკრო-რაიონში, მედიათეკის მიმდებარე სკვერში ჩატარდება და მასზე დასწრება თავისუფალია.

თბილისის მერიის ცნობით, „პლატფორმა “თბილისის ცის ქვეშ” ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს.

პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

მერიის ცნობით, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, შემდეგი ღონისძიება 22 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.

ვაკის პარკში მსმენელის წინაშე SWEELINCK ORCHESTRA – ამსტერდამის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორკესტრი წარსდგება“.

 

 

კომენტარები

X