Background Image

მეღვინე ქალი მარტვილიდან, რომლის მარანშიც ტურისტებს რუსულ ენაზე არ ემსახურებიან

12:36 2 აგვისტო, 2018

ქეთო ნინიძე მარტვილში 2016 წელს ოჯახთან ერთად დაბრუნდა საცხოვრებლად: მამა-პაპისეული სახლ-კარი – ძველი მეგრული ოდა შეალამაზეს, ფერები შეჰმატეს და ასე გამოაცოცხლეს საუკუნოვანი კედლები.

ქეთომ ოჯახთან ერთად თავდაპირველად ღვინის წარმოება დაიწყო. მის მეუღლეს უკვე ჰქონდა ამ მხრივ გამოცდილება, ქეთო კი ჟურნალებისთვის წერდა ბლოგებს ქართული ღვინის შესახებ.

საბოლოოდ, ქეთო ნინიძე თვითონ გახდა მეღვინე ქალი, რომელიც უკვე მესამე წელია ნატურალურ ღვინოებს აწარმოებს.

სიუჟეტს ქეთო ნინიძის შესახებ Batumelebi.ge აქვეყნებს.

მეღვინე ქალი, რომლის მარანშიც ტურისტებს რუსულ ენაზე არ ემსახურებიან

მეღვინე ქალი, რომლის მარანშიც ტურისტებს რუსულ ენაზე არ ემსახურებიან.ქეთო ნინიძე ამბობს, რომ ამით ოკუპაციის წინააღმდეგ საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას აფიქსირებს. ვრცლად: მარნისა და ქეთო ნინიძის შესახებ – http://netgazeti.ge/news/294294/

Posted by netgazeti.ge on სამშაბათი, 31 ივლისი, 2018

კომენტარები

X