Background Image

მზიურში “ბეჭდების მბრძანებელს” უჩვენებენ

15:35 8 აგვისტო, 2018

14 აგვისტოს  20:30 საათზე, მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში “ბეჭდების მბრძანებელს” უჩვენებენ.

რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც 2001-2003 წლებში გამოვიდა,  ჯ. რ. რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული  და გამოსვლისთანავე იქცა ერთ-ერთ  მთავარ მოვლენად კინოსამყაროში.

„მზიურის თავისუფალი ჩვენებები“ იმართება პროექტ „ახალი მზიურისა“ და „ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების“ პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებით მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია adjara.net 

ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართება.

დასწრება თავისუფალია

კომენტარები

X