Background Image

მზიურში “შენი სახელით მომმართეს” უჩვენებენ

13:00 29 აგვისტო, 2018

პარასკევს, 31 აგვისტოს,  20:30 საათზე მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეში, “შენი სახელით მომმართეს” უჩვენებენ. ფილმი 2017 წელს არის გადაღებული, მისი ხანგრძლივობა 2 საათი და 12  წუთია.

1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს.

დასაშვები აუდიტორია +18
დასწრება თავისუფალია

“მზიურის თავისუფალი ჩვენებები” იმართება პროექტ “ახალი მზიურისა” და “ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების” პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.

პროექტის მხარდამჭერია adjaranet.com

კომენტარები

X